logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
თბილისის N21 ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა
თბილისის N21 ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა
18:08 29.08.2019
თბილისის N21 საბავშვო ბაგა-ბაღში მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა. სამუშაოების დაწყებამდე, ნაძალადევის რაიონში მდებარე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ერთი ფლიგელი სრულიად ამორტიზებული და საგანმანათლებლო პროცესის წარმართვისთვის გამოუსადეგარი იყო.

ბაღის რეაბილიტაცია წლის დასაწყისში დაიწყო - მოხდა ავარიული კედლების დემონტაჟი, გამაგრება, შეიცვალა ყველა საჭირო კომუნიკაცია და ჩატარდა შიდა რემონტი. პარალელურად, სარემონტო სამუშაოები ჩატარდა ბაღის მოქმედ შენობაში.

დასრულებული სამუშაოები თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ რაიონის გამგებელს, ირაკლი ხელაძესა და საკრებულოს კულტურისა და განათლების კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ტალიაშვილს გააცნო.

„ამ შენობაში უმძიმესი მდგომარეობა იყო - სრულიად განადგურებული დერეფნები და ჯგუფები, დაზიანებული სახურავი და უფუნქციო ტერიტორია. პროექტის ფარგლებში, ასევე, ბაღის ტერიტორიაზე აშენდა დამოუკიდებელი შენობები ტექნიკური უზრუნველყოფისთვის, მოეწყო სრულიად ახალი სამზარეულო. ასევე, ბაღში შევიტანეთ ახალი ავეჯი და სხვა აუცილებელი ინვენტარი. ბაღის რეაბილიტაციის პროექტში 500 000 ლარზე მეტი დაიხარჯა“, - განაცხადა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა.

განახლებული N21 ბაგა-ბაღი ფუნქციონირებას სექტემბრიდან განაახლებს და უკვე ახალ სააღმზრდელო წელს ბავშვებს თანამედროვე, კეთილმოწყობილი საბავშვო ბაღი დახვდებათ.

შენობის დაზიანებული ფლიგელის რეაბილიტაციის შედეგად, ბაღს ორი ახალი სააღმზრდელო ჯგუფი, ღონისძიებების დარბაზი და აქტივობების ჩასატარებელი ორი ღია ვერანდა შეემატა. მსგავსი სივრცეები ბაგა-ბაღს მანამდე არ ჰქონია.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა