logo2
logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მონაკვეთის რეაბილიტაცია სრულდება
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მონაკვეთის რეაბილიტაცია სრულდება
11:20 27.08.2019
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური მარჯვენა სანაპიროს მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს. რეაბილიტაციის ბოლო ეტაპის მიმდინარეობას თბილისის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

კახა კალაძემ საგზაო სამუშაოების დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეაბილიტირდა როგორც ბარათაშვილის ხიდის ქვემოთ სანაპიროს მონაკვეთი, ისე ბარათაშვილის ხიდზე არსებული ასფალტის საფარი და სასტუმრო „ამბასადორთან“ ჩასასვლელი პანდუსი.

„მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მონაკვეთზე, მშრალი ხიდიდან მეტეხის ხიდამდე მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მძღოლები დამეთანხმებიან, რომ განსაკუთრებით ბარათაშვილის ხიდის ქვემოთ იყო სერიოზული დაზიანებები. ეს გზა მთლიანად რეაბილიტირდა. გარკვეული შეფერხებები არის ავტომანქანებისთვის, რისთვისაც მინდა, მძღოლებს კიდევ ერთხელ მოვუბოდიშო. უბრალოდ გვინდა, რომ ზაფხულის ეს ცხელი დღეები გამოვიყენოთ იმ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, რომელთა განხორციელება აუცილებელია. ყველა სამუშაო ამაღამ დასრულდება და დარჩება მხოლოდ დახაზვის სამუშაოები, რომელსაც მოგვიანებით განვახორციელებთ. კონკრეტულად ამ პროექტზე 2 მლნ ლარზე მეტი თანხა იხარჯება. გარდა ამისა, ამ პროექტის ფარგლებში მოვაწესრიგეთ თვითონ ბარათაშვილის ხიდზე არსებული ასფალტის საფარი, რომელიც ასევე დაზიანებული იყო და რეაბილიტირდა სასტუმრო „ამბასადორთან“ ჩასასვლელი. გვინდა, თანდათან ყველა რაიონში, ყველა უბანსა და ქუჩაზე შევიდეთ, სადაც ანალოგიური პრობლემა არსებობს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რეაბილიტაციის პროცესი დაახლოებით ერთი თვე გაგრძელდა. მარჯვენა სანაპიროს სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის მერიის კონტრაქტორმა კომპანიამ "ბლექ სი გრუპი" განახორციელა.

სამუშაოები მერთან ერთად თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსმა გალაქტიონ ბუაძემ და მთაწმინდის რაიონის გამგებელმა დავით კირკიტაძემ დაათვალიერეს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა