logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სამუშაოების მომდევნო ეტაპს თბილისის მერი გაეცნო
ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სამუშაოების მომდევნო ეტაპს თბილისის მერი გაეცნო
18:46 26.08.2019
დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ჭავჭავაძის გამზირის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო მოედანი ორ ნაწილადაა გაყოფილი. პირველ ნაწილზე, რომელიც მოიცავს კეკელიძის ქუჩიდან მირცხულავას ქუჩამდე მონაკვეთს, უკვე დასრულებულია მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია, ხოლო მირცხულავას ქუჩიდან თაქთაქიშვილის ქუჩამდე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) მუშაობას განაგრძობს.

დედაქალაქის მერის თქმით, პირველ მონაკვეთზე ამჟამად მიწისზედა სამუშაოები დაიწყო.

„პროექტის პირველი ეტაპი დასრულებულია. მხედველობაში მაქვს მიწისქვეშა კომუნიკაციები.

მთლიანად მოწყობილია წყალარინების ქსელი, სანიაღვრე ქსელი, ჩაყრილია წყლის ახალი მილები. „ყაზტრანსგაზსაც“ თავისი სამუშაოები დასრულებული აქვს. ახლა უკვე შემოსულია საგზაო კომპანია, რომელიც იწყებს გზის მოწესრიგებას. ასევე, პარალელურად მიმდინარეობს ტროტუარების მოწყობა და მოპირკეთება.

ვფიქრობთ, რომ 15 სექტემბრიდან, ვარაზისხევის ამოსასვლელიდან „პიქსელის“ შენობამდე ავტომანქანებით გადაადგილება იქნება შესაძლებელი. ჭავჭავაძის გამზირი იქნება რადიკალურად განსხვავებული, ვიდრე ის იყო დღემდე. საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის სპეციალური ზოლი მოეწყობა და ავტობუსები გზის შუა ნაწილში იმოძრავებენ ყოველგვარი შეფერხების გარეშე. გარდა ამისა, დაემატება ველობილიკებიც“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, შეიცვლება განათების სისტემა და პროექტი საახალწლოდ დასრულდება.

მიმდინარე სამუშაოებს ასევე გაეცნენ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი მუსხელიშვილი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა