ყვარელში, ახალსოფლის მიმდებარედ ფოთლოვან ტყეს გუშინ დღის მეორე
ნახევარში ცეცხლი გაუჩნდა.
რთული რელიეფის გამო ადგილზე ვერ მივიდა სახანძრო ტექნიკა.
ამ დროისთვის ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.
არსებული ინფორმაციით, ხანძარი დასახლებული პუნქტიდან 5 კილომეტრის მოშორებითაა, ამიტომაც მასზე გავრცელების საშიშროება არ არის.
ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გაჩენის ზუსტი მიზეზი.