logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
logo2
logo2
logo2
საქართველოში მიმდინარე სატყეო სექტორის რეფორმაზე კლიმატის მწვანე ფონდის გლობალური პროგრამირების კონფერენციაზე იმსჯელეს
საქართველოში მიმდინარე სატყეო სექტორის რეფორმაზე კლიმატის მწვანე ფონდის გლობალური პროგრამირების კონფერენციაზე იმსჯელეს
14:58 23.08.2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, კორეის ქალაქ სონგდოში, კლიმატის მწვანე ფონდის გლობალური პროგრამირების კონფერენციას დაესწრო.

მინისტრის მოადგილემ, სიტყვით გამოსვლისას, კლიმატის ცვლილების პოლიტიკის საკითხებში საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.

კონფერენციის ფარგლებში, შედგა მაღალი დონის დისკუსიები, სადაც მონაწილეებმა კლიმატის ფინანსებზე წვდომის მიმართულებით გეგმები და ინიციატივები წარადგინეს.

ნინო თანდილაშვილი სიტყვით კონფერენციის სხვადასხვა პანელზე გამოვიდა, სადაც ვრცლად ისაუბრა კლიმატის მწვანე ფონდთან თანამშრომლობის გასაძლიერებლად საქართველოს მიერ მომზადებულ ეროვნული პროგრამის დოკუმენტზე, იმ პრიორიტეტულ მიმართულებებსა და ინიციატივებზე, რომელთა დაფინანსებაც მოთხოვნილი იქნება კლიმატის მწვანე ფონდიდან. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოში მიმდინარე სატყეო სექტორის რეფორმაზე და ხაზი გაუსვა კლიმატის მწვანე ფონდის მიერ სამინისტროსა და GIZ-ის მონაწილეობით მომზადებული სატყეო სექტორის პროექტის დაფინანსების მნიშვნელობას.

აღნიშნული პროექტი კლიმატის მწვანე ფონდს განსახილველად მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში წარედგინა.

პროექტი ითვალისწინებს ფონდიდან, დაახლოებით, 32 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის თანხის გამოყოფას სატყეო სექტორის რეფორმირების მიზნით.

დამატებით, კონფერენციის ფარგლებში, ნინო თანდილაშვილს შეხვედრები ჰქონდა: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) და კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) წარმომადგენლებთან.

ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან მოხდა ახალი საპროექტო წინადადების, ხოლო ავსტრიის განვითარების სააგენტოსთან - პრიორიტეტულ სფეროებში თანამშრომლობის საკითხების განხილვა.

კლიმატის მწვანე ფონდთან ერთად დაიგეგმა ფონდის წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში, რაც ხელს შეუწყობს ფონდიდან დაფინანსების წვდომის გამარტივებას და საქართველოს ჩართულობის გაძლიერებას.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა