logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს
19:43 14.08.2019
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ზურაბ სანიკიძე უხელმძღვანელებს. იგი პროფესიით იურისტია (საერთაშორისო სამართალი).

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი; მინიჭებული აქვს ორი უმაღლესი სასწავლებლის მაგისტრის ხარისხი, კერძოდ: საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის - საერთაშორისო საჯარო სამართლის და ადამიანის უფლებების სპეციალობით, ასევე, გაეროს საერთაშორისო სამართლისა და მართლმსაჯულების უნივერსიტეტის - საერთაშორისო სისხლის სამართლის მიმართულებით.

ზურაბ სანიკიძემ წარმატებით გაიარა მენეჯმენტისა და სტრატეგიული დაგეგმარების პროგრამა ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სახელობის სახელმწიფო მართვის სკოლაში. ასევე, წარჩინებით დაამთავრა საერთაშორისო სამართლის და ადამიანის უფლებათა სამართლის სხვადასხვა კურსი სტრასბურგის რენე კასინის სახელობის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტში, საერთაშორისო სწავლების ჟენევის უნივერსიტეტსა და სისხლის სამართლის მეცნიერებათა უმაღლესი სწავლების საერთაშორისო ინსტიტუტში. გავლილი აქვს სხვადასხვა სასწავლო კურსი და პროგრამა საჯარო პოლიტიკისა და მენეჯმენტის მიმართულებით - John Smith Trust Fellowship-ის პროგრამა დიდ ბრიტანეთში, International Visitor Leadership-ის პროგრამა ამერიკის შეერთებულ შტატებში და სხვ.

2015 წლის იანვრიდან 2019 წლის 12 აგვისტომდე იყო იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი;

2010-2014 წლებში მუშაობდა იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტში მრჩევლად, ხოლო შემდეგ - დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ;

2012 წელს მუშაობდა ჰააგაში, საერთაშორისო სისხლის სასამართლოს სააპელაციო ინსტანციაში;
2008-2010 წლებში სახალხო დამცველის აპარატში მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე მართლმსაჯულების დეპარტამენტსა და გამოძიებისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თავისუფლებისა და თანასწორობის სამმართველოში;

2007 წელს სტაჟიორად მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში.

ზურაბ სანიკიძე იუსტიციის სამინისტროში მუშაობის განმავლობაში, ex officio, იყო: სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის საბჭოს მდივანი; კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მდივანი; ღია მმართველობა პარტნიორობის (OGP) ფორუმის თავმჯდომარე; საქართველოს წარმომადგენელი/კოორდინატორი აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველ პლატფორმაზე; საქართველოს წარმომადგენელი/ექსპერტი გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინაღმდეგ ბრძოლის ოფისში (UNODC), გაეროს კორუფციის წინააღმდეგ კონვენციის (UNCAC) შეფასების ნაწილში; იუსტიციის მინისტრთან ერთად საქართველოს წარმომადგენელი OGP-ის კომიტეტებში და სხვ.

დღემდეა საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი საერთაშორისო ორგანიზაციებში (GRECO, OECD/ACN).
ზურაბ სანიკიძე არის მოწვეული ლექტორი კავკასიის უნივერსიტეტში (სალექციო კურსი - საერთაშორისო სისხლის სამართალი), საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (სალექციო კურსი - საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (სალექციო კურსი - ინდივიდუალური პასუხისმგებლობის პრინციპები საერთაშორისო სისხლის სამართალში).
მას გამოქვეყნებული აქვს სხვადასხვა სამეცნიერო პუბლიკაცია როგორც ეროვნულ, აგრეთვე, საერთაშორისო გამოცემებში. მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო და ეროვნულ კონფერენციაში, სემინარებში, ტრენინგებში, იმიტირებულ პროცესებში და სხვ.

ზურაბ სანიკიძე არის სისხლის სამართლის საერთაშორისო ასოციაციის წევრი.

ფლობს რამდენიმე უცხო ენას: ინგლისურს, რუსულსა და ფრანგულს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის