logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე: გასულ წელთან შედარებით, გზების რეაბილიტაცია ორჯერ უფრო სწრაფად მიმდინარეობს
მამუკა ბახტაძე: გასულ წელთან შედარებით, გზების რეაბილიტაცია ორჯერ უფრო სწრაფად მიმდინარეობს
14:09 13.08.2019
გასულ წელთან შედარებით, გზების რეაბილიტაცია ორჯერ უფრო სწრაფად მიმდინარეობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გზების დეპარტამენტის ანგარიშისწარდგენის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

2019 წლის პირველი ნახევრის შედეგებს პრემიერ-მინისტრმა საუკეთესო უწოდა და აღნიშნა, რომ 2012 წელთან შედარებით გზების განვითარებისთვის ბიუჯეტი თითქმის 4-ჯერ გაიზარდა.
„წელს ჩვენ 6 თვის განმავლობაში ჩავატარეთ იმ მოცულობის სამუშაოები, რაც შარშან მთელი წლის განმავლობაში. რაც შეეხება ინფრასტრუქტურის განვითარებას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომკრიტიკული, ანუ მასშტაბური ინფრასტრუქტურის განვითარება ძალიან კარგი და სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს. ჩვენ ავიღეთ ვალდებულება და ეს ტემპი ადასტურებს, რომ 2022 წლისჩათვლით დავასრულებთ ყველა მნიშვნელოვანი მასშტაბის მქონე ინფრასტრუქტურულ პროექტს საქართველოში. ამასთან ერთად, ძალიან აქტიურად მიმდინარეობს სხვა გზების რეაბილიტაციაც.დღევანდელი დღის მოცემულობით, ჩვენ ვაშენებთ 140 კილომეტრის მანძილის ჩქაროსნულ მაგისტრალს და მიმდინარეობს 500 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურულ განვითარებას საქართველოს ისტორიაში ასეთი ტემპები არ ჰქონია. პრემიერის თქმით, ინვესტიციები კიდევ უფრო გაიზრდება და მეტად დაჩქარდება ტემპებიც.

„ინფრასტრუქტურის განვითარება პირდაპირ კავშირშია ჩვენს ყველაზე მტკივნეულ გამოწვევასთან, რომ დავძლიოთ სიღარიბე საქართველოში. დღეს არსებული სურათი ძალიან კარგი და იმედისმომცემია. ბუნებრივია, მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას გვექნება კიდევ უფრო ამბიციური ამოცანები“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა