logo2
logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე: ჩვენს ძალიან ბევრ რაიონსა თუ სოფელში შენდება გზები, რომელიც არასდროს აშენებულა
მამუკა ბახტაძე: ჩვენს ძალიან ბევრ რაიონსა თუ სოფელში შენდება გზები, რომელიც არასდროს აშენებულა
11:56 13.08.2019
ჩვენს ძალიან ბევრ რაიონსა თუ სოფელში შენდება გზები, რომელიც არასდროს აშენებულა. დღეს ჩვენ ვაშენებთ 140 კილომეტრიან ჩქაროსნულ მაგისტრალს და რეაბილიტაცია უტარდება 500 კილომეტრამდე საავტომობილო გზას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გზების დეპარტამენტის ანგარიშზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ინფრასტრუქტურის განვითარებაში ასეთი ტემპები და მასშტაბები ქვეყანას არასდროს ჰქონია.

„ეს არის ერთმნიშვნელოვნად მისასალმებელი და ჩვენ გვჭირდება მეტი. იცით, რომ წლევანდელი ინფრასტრუქტურის განვითარების ბიუჯეტი გავზარდეთ 20 პროცენტით, მაგრამ ფაქტობრივი გარემოებები გვაძლევს იმის საშუალებას განვაცხადოთ, რომ 2019 წლის ბოლომდე კიდევ უფრო მაღალი შესრულების ტემპები გვექნება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ნაპირსამაგრი სამუშაოების აუცილებლობას და აღნიშნა, რომ ეს პრობლემა უფრო და უფრო აქტუალური ხდება და აქედან ნ გამომდინარე, მთავრობას აქვს ვალდებულება უფრო მეტი ინვესტიციები განვახორციელოთ ამ მიმართულებით

ჩვენ გვაქვს ვალდებულება, მეტი ახალი ტექნოლოგიები მოვიზიდოთ, ვინაიდან, ნაპირსამაგრი სამუშაოები იქნება გამოწვევა შემდეგი წლების განმავლობაში. რა თქმა უნდა, როდესაც სამუშაოების მასშტაბი ასე გაიზარდა, სამინისტრომაც ძალიან დიდი საქმე გასწია, როდესაც ბევრო პროცედურული საკითხის შეცვლა დაგეგმა და განახორციელა ძალიან წარმატებით. ჩვენ სხვანაირად ვერ მივაღწევდით ამ ტემპებს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა წარმატებული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს და მადლობა გადავუხადო გზების დეპარტამენტს.

„რა თქმა უნდა ჩემი განსაკუთრებული მადლობა საერთაშორისო პარტნიორებს, დონორებს და კონტრაქტორ კომპანიებს, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ, რათა ჩვენ ეს ისტორიული მნიშვნელობის პროექტები რაც შეიძლება ხარისხიანად და მოკლე დროში დავასრულოთ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის