logo2
logo2
logo2
არქივი
« მაისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს შეხვდა
09:53 11.08.2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი და საკანონმდებლო, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გარდაბნის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს შეხვდნენ.

სოფელ მარტყოფში, სააკაძესა და სართიჭალაში გამართულ შეხვედრებზე მოსახლეობამ ამომწურავი ინფორმაცია მიიღო სახელმწიფო მხარდამჭერი პროგრამების შესახებ და, თავის მხრივ, ხელისუფლების წარმომადგენლებს ადგილობრივების საჭიროებები გააცნო.

საუბარი შეეხო მიმდინარე და დაგეგმილ მასშტაბურ სამუშაოებს, რომლებიც სოფლებში ინფრასტრუქტურული პროექტების, საავტომობილო გზების მოწესრიგების, ამბულატორიების, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრების, საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაციისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებს ითვალისწინებს.

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით არსებული სიახლეები ადგილობრივებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა გააცნო. მინისტრის მოადგილემ ყურადღება სახელმწიფო პროგრამებში აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვლა და წარმატებული მაგალითების შესახებ ისაუბრა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო მთავრობის ახალ ინიციატივას, რომლის თანახმადაც, ასაკით პენსიონერები, სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 35 დასახელების მედიკამენტის შეძენას 1 ლარად შეძლებენ.

აღსანიშნავია, რომ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით, მიმდინარე წელს, ქვემო ქართლის რეგიონში 783 პროექტი განხორციელდება, ჯამური ღირებულებით - 245 117 658 ლარი. მათ შორის, გარდაბნის მუნიციპალიტეტში 50,959,216 ლარის ღირებულების 110 პროექტის შესრულებაა დაგეგმილი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა