logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ჩხოროწყუში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის გასვლითი შეხვედრა გაიმართა
ჩხოროწყუში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის გასვლითი შეხვედრა გაიმართა
11:17 10.08.2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, გუბერნატორის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია, ადგილობრივი ხელისუფლების და რეგიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა დამსწრე საზოგადოებას სამეგრელოს რეგიონში ცენტრის მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტები გააცნო.

პრეზენტაციების დროს განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: მრავალწლოვანი და ერთწლოვანი კულტურების მავნებელ-დაავადებები და მათთან ბრძოლის, მათ შორის ბიოლოგიური, მეთოდები; მეცხოველეობა, მეფუტკრეობა, ვეტერინარია და საკვებწარმოება; ჩაის კულტურის რეაბილიტაცია; რეგიონისთვის მიზანშეწონილი მრავალწლოვანი კულტურებისა და ვაზის სანერგეების მოწყობის შესაძლებლობები, რომელთა სერტიფიცირებაც საერთაშორისო წესებს დაექვემდებარება.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ალექსანდრე მოწერელიამ, მის გამოსვლაში აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ განხორციელებული პროექტების მნიშვნელობა რეგიონისთვის. განსაკუთრებით ხაზი გაესვა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტისათვის მეფუტკრეობის დარგში მიღწეულ შედეგებს.

სოფელ მუხურში სრული დატვირთვით ამუშავდა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ აღდგენილი მეფუტკრეობის სასელექციო-სანაშენე სადგური.

სელექციური მუშაობის პარალელურად წარმატებით მიმდინარეობს ქართული რუხი ფუტკრის მეგრული პოპულაციის დედების გამოყვანა და მათი გადაცემა ფერმერებზე.

აღნიშნულმა ბაზამ საგანმანათლებლო ფუნქციაც შეითავსა და სისტემატიურად მიმდინარეობს ფერმერებთან და დაინტერესებულ პირებთან შეხვედრები მათი ცოდნის გაღრმავებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გადაცემის კუთხით.

ამავე შეხვედრაზე ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და ზუგდიდის შ. მესხიას სახელობის უნივერსიტეტს შორის, რომელიც ითვალისწინებს უნივერსიტეტის სტუდენტთა აქტიურ ჩართულობას აგრარული მიმართულების მრავალპროფილურ სამეცნიერო-პრაქტიკულ საქმიანობაში.

ღონისძიების ფარგლებში შედგა ცენტრის მიერ მიღებული სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების გამოფენა, მათ შორის თუთის აბრეშუმხვიას სხვადასხვა ჯიშების აბრეშუმის პარკის, ხილისა და ყურძნის უშაქროდ მიღებული პროდუქტებისა და უალკოჰოლო სასმელების წარდგენა. გაიმართა ცენტრის მიერ მუხურის მეფუტკრეობის ბაზაზე მიღებული თაფლის ნიმუშებისა და ჯიღაურას ვაზის საკოლექციო ვენახებიდან მეგრული ვაზის ჯიშების ყურძნისგან დამზადებული ღვინოების დეგუსტაცია.

შეხვედრის ბოლოს სამეგრელოს რეგიონის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების წარმომადგენლებს გადაეცათ ცენტრის ვეტერინარიის კვლევის სამსახურის მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზე მომზადებული და გამოცემული, საქართველოში მსხვილფეხა პირუტყვის ძირითადი დაავადებათა გავრცელების რუკები და სავეტერინარო პარაზიტოლოგიური ტერმინთა ლექსიკონები.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა