THIRTY SECONDS TO MARS-ის კონცერტზე დასწრების მსურველთათვის დამატებითი მატარებელი ინიშნება
 THIRTY SECONDS TO MARS-ის კონცერტზე დასწრების მსურველთათვის დამატებითი მატარებელი ინიშნება
10:39 10.08.2019
THIRTY SECONDS TO MARS კონცერტზე დასწრების მსურველთათვის 13 აგვისტოს თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და „Black Sea Arena“ -ს ბაქანზე გაჩერდება.

მატარებელი შემდეგი განრიგით იმოძრავებს:

13/ 08/2019 თბილისი-Black Sea Arena- ბათუმი- Black Sea Arena- თბილისი #884/883


გასვლა- თბილისი 12:40

ჩასვლა-Black Sea Arena 17:25

ჩასვლა-ბათუმი 18:23

გამოსვლა-ბათუმი 23:50

გამოსვლა-Black Sea Arena 0:38

ჩამოსვლა- თბილისი 5:15


ამასთანავე, თბილისიდან და ბათუმიდან 13 აგვისტოს მატ. № 802/807, 805/806, 852/851, 808/801, 804 თბილისი-ბათუმს და 14 აგვისტოს მატ. №811 ბათუმი-თბილისს გაჩერებები „Black Sea Arena“-ს ბაქანზეც ექნებათ.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets-ის მობილური აპლიკაციით.
მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.

ბილეთები იყიდება ასევე ვებ გვერდებზე (Railway.ge;tkt.ge;Biletebi.ge;matarebeli.ge); სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში.



ბეჭდვა