logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
პრემიერ-მინისტრი 2008 წლის ომში დაღუპული კაპრალის, ვახტანგ გზირიშვილის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო
პრემიერ-მინისტრი 2008 წლის ომში დაღუპული კაპრალის, ვახტანგ გზირიშვილის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო
16:50 08.08.2019
"ნებისმიერი ხელისუფლების უზენაესი ამოცანაა, ქვეყანას აარიდოს განსაცდელი, დაიცვას თავისი მშვიდობიანი მოსახლეობა, მათი სიცოცხლე; სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო ხელისუფლებამ ეს არ გააკეთა და ოკუპანტ ძალას მიეცა საშუალება, განეხორციელებინა თავისი საოკუპაციო გეგმა", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვარკეთილში განაცხადა, სადაც ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის, ვახტანგ გზირიშვილის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, დღევანდელი დღე არის ძალიან დიდი ტკივილი ქართული სახელმწიფოსთვის, რომელიც, ამავდროულად, ყველას კიდევ ერთხელ შეახსენებს კონსოლიდაციის აუცილებლობას.

„დღევანდელი დღე ყველას გვახსენებს, რომ დღეს, ისე როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდება ერთიანობა, კონსოლიდაცია, ერთმანეთის გვერდში დგომა, თანმიმდევრული პოლიტიკის წარმოება, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა და სწორედ ეს იქნება გარანტი იმისა, რომ ჩვენ ერთობლივი ძალებით დავძლევთ ოკუპაციას. დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს ყველას, რომ ოკუპაცია არის ის საერთო ტკივილი და საერთო გამოწვევა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს უნდა აერთიანებდეს, მიუხედავად ჩვენი განსხვავებული შეხედულებებისა”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძემ გზირიშვილების ოჯახის მიერ სამშობლოსთვის გაღებულ მსხვერპლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ გმირობის ისტორია თითოეულმა ქართველმა უნდა იცოდეს.

„ეს მართლაც გმირების ოჯახია. მამა გმირულად დაეცა ქართულ მიწაზე აფხაზეთში და შვილი გმირულად დაიღუპა 2008 წლის ომის დროს. ქალბატონი მარინა გზირიშვილი ჩემთვის არის სიმბოლო ქართველი დედისა, გაუტეხავი ქართული სულისა, რომელიც მიუხედავად ოჯახის დიდი ტკივილისა, აქტიურ საქმიანობას განაგრძობს. სწორედ ასეთ ქართულ ოჯახებზე დგას ქართული სახელმწიფოებრიობა. მე ქედს ვიხრი ჩვენი დაღუპული გმირების ნათელი ხსოვნის წინაშე”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ვახტანგ გზირიშვილის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდზე ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში პრემიერ-მინისტრი თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან ერთად იმყოფებოდა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის