დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
18:17 06.08.2019
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია „თელასის“ ინფორმ,აციით, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა ვარკეთლი-3 I, III, IV, VI, VII, VIII, IX, X კვარტლის, ვარკეთილი-3 ,,დ’’ ქუჩის, ლილოს დასახლების (ნაწილობრივ), აეროდრომის დასახლების (ნაწილობრივ), კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), მოსკოვის გამზირის, ფონიჭალის დასახლების (ნაწილობრივ), სოფელი ფონიჭალას, სოფელი ჭალას, სოღანლუღის, მარნეულის, ჭალადიდის, შუამთის, თრიალეთის, ქინძმრაულის, ლორთქიფანიძის, მროველის, ნახუცრიშვილის, იუმაშევის, ორახელასშვილის, გოკიელის, ჯავახეთის და კალოუბნის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

11 საათიდან 18 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ვაზისუბნის IV მიკრორაიონის II კვარტლის, ვაზისუბნის III მიკორორაიონის II კვარტლის, იოზეფ პილსუდსკის გამზირის, ძეგლევის, წულუკიძის, 17 შინდისელი გმირის, კალოუბნის და პატარიძის ქუჩების მაცხოვრებლები.
ასევე გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა დიდი დიღის III მიკორორაიონის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის (ნაწილობრივ) და დემეტრე თავდადებულის ქუჩის მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 15 საათამდე დავით სარაჯიშვილის გამზირის, გლდანის მასივის IV, VI მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ხერგიანის, იპოლიტოვ-ივანოვის, ქერჩის, ზარზმის და ილორის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 13 საათიდან 17 საათამდე გლდანის მასივის VII, VIII მიკრორაიონების, წინამძღვრიშვილის (გლდანი), პატარა ტბის და ხერგიანის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

ბეჭდვა