logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
განათლების სამინისტრო: აღნიშნული ინფორმაცია შეიცავს მცდარ, გადაუმოწმებელ ფაქტებს და წარმოადგენს ეგრეთწოდებული „ფეიკ ნიუსის“ საუკეთესო მაგალითს
განათლების სამინისტრო: აღნიშნული ინფორმაცია შეიცავს მცდარ, გადაუმოწმებელ ფაქტებს და წარმოადგენს ეგრეთწოდებული „ფეიკ ნიუსის“ საუკეთესო მაგალითს
18:09 06.08.2019
მედიის ზოგიერთი საშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„გვინდა გამოვეხმაუროთ ზოგიერთი სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით „მთავრობა 105 მილიონ ევროს სესხულობს იმისთვის, რომ საჯარო შენობები განახლებად ენერგიაზე მომუშავე ტექნოლოგიებით აღჭურვოს“.

სრული კატეგორიულობით გვინდა განვაცხადოთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია შეიცავს მცდარ და გადაუმოწმებელ ფაქტებს და წარმოადგენს ეგრეთწოდებული „ფეიკ ნიუსის“ საუკეთესო მაგალითს.
პროექტი, რომლის დაფინანსებაზეც გავრცელებულ ინფორმაციაშია საუბარი, რეალურად წარმოადგენს საქართველოში საჯარო სკოლების ენერგოეფექტურობის გაზრდის პროექტს, რომლის განხორციელებაზეც სახელმწიფო მუშაობს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან.

პროექტი ითვალისწინებს საჯარო სკოლების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას და მშენებლობას ენერგოეფექტურობის პრინციპებისა და ტექნოლოგიების დაცვით.

მოცემულ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები, მათ შორის, სკოლების შერჩევა.
სკოლების ენერგოეფექტურობის მიმართულებით ქვეყანაში სხვა არა ერთი პროექტიც ხორციელდება. ევროსაბჭოს განვითარების ბანკის (CEB) და აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობის და გარემოსდაცვის თანამშრომლობის ორგანიზაციის (E5P) ფინანსური მხარდაჭერით დაწყებულია თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციისა და ენერგოეფექტურობის გაზრდის პროექტი. ამავე მიზნებით განხორციელდება პროექტები სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაციის (NEFCO) და დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.

საქართველოს მთავრობის გაცხადებული პრიორიტეტი განათლებაა და ქვეყანაში აქტიურად მიმდინარეობს განათლების რეფორმა, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაა. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პროექტი ხელს უწყობს სკოლის მოსწავლეთათვის უსაფრთხო გარემოს შექმნას, სკოლის შენობების ენერგოეფექტურობის გაზრდას, გრძელვადიან პერსპექტივაში კი გარემოზე ზემოქმედების ზიანისა და კომუნალური ხარჯების შემცირებას.

მედიას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია ობიექტური ინფორმაციის გავრცელებაში, თემის არასწორი ინტერპეტაციით მიწოდება კი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა“-აცხადებენ სამინისტროში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის