დიმიტრი ხუნდაძე: „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სავიზიტო ბარათი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვაა
დიმიტრი ხუნდაძე: „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სავიზიტო ბარათი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვაა
17:25 06.08.2019
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების სავიზიტო ბარათი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვაა,- ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა , რომ ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა, მედიკამენტების მაღალი ფასიდან გამომდინარე, ჯიბიდან დანახარჯები საკმაოდ მაღალი რჩება, რაც მძიმე ტვირთად განსაკუთრებით პენსიონერებს, სოციალურად დაუცველ მოსახლეობას და შშმ პირებს აწვება.

,,2013 წლის შემდეგ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებამ მოქალაქეებს საშუალება მისცა, საჭიროების შემთხვევაში ესარგებლათ ჯანდაცვის მომსახურებით. მას შემდეგ, ქუჩაში ადამიანი უფულობის გამო აღარ იღუპება და უკანასკნელ ქონებას ბანკში აღარ ტოვებს. ამას მოჰყვა c ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რის გამოც საქართველო მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა. პაციენტები ძვირადღირებული მედიკამენტებით მკურნალობას უფასოდ იტარებენ. ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიუხედავად, მედიკამენტების მაღალი ფასიდან გამომდინარე, ჯიბიდან დანახარჯები საკმაოდ მაღალი რჩება, რაც მძიმე ტვირთად განსაკუთრებით პენსიონერებს, სოციალურად დაუცველ მოსახლეობას და შშმ პირებს აწვება“,- აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, პრემიერის ინიციატივა სწორედ ამ სირთულის დასაძლევადაა მიმართული და საკმაოდ დიდ შვებას მისცემს მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ სახელმწიფოსაგან დახმარება. ამ ინიციატივით ისინი, ქრონიკული დაავადების შემთხვევაში 35 დასახელების მედიკამენტს სიმბოლურ ფასად,1 ლარად მიიღებენ. ეტაპობრივად კი მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა გაფართოვდება და უფრო დიდ არეალს მოიცავს.

ბეჭდვა