logo2
logo2
logo2
არქივი
« მაისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
განათლების საერთაშორისო ცენტრსა და ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციას შორის საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა
განათლების საერთაშორისო ცენტრსა და ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციას შორის საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა
16:30 05.08.2019
სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრსა და ამავე ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციას შორის გრანტის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმად, ცენტრი ასოციაციას გადასცემს საგრანტო თანხას მცირე საგრანტო პროგრამის განსახორციელებლად.

მცირე საგრანტო პროგრამის მიზანია, კურსდამთავრებულთა მიერ ახალგაზრდული, საზოგადოებრივი და აკადემიურ-საგანმანათლებლო პროექტების ორგანიზებისა და წევრთა პროფესიული თანამშრომლობის ხელშეწყობა. პროგრამის ფარგლებში ასოციაციის წევრებს შესაძლებლობა მიეცემათ განახორციელონ სხვადასხვა ახალგაზრდული და საზოგადოებრივი პროექტები ამ პროგრამით განსაზღვრულ თემატიკაზე, ასოციაციის მიერ კონკურსის წესით გაცემული გრანტებითა და სხვა თანადაფინანსებით.

მცირე საგრანტო პროგრამის კონკურსში მონაწილეობა და განაცხადის წარმოდგენა შეუძლიათ ასოციაციის წევრებს (წევრთა ჯგუფებს), რომლებმაც ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში მოიპოვეს დაფინანსება, დაასრულეს სწავლა და გახდნენ ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის წევრები. თუმცა პროექტების განხორციელების პროცესში შესაძლებელია როგორც ასოციაციის არაწევრი პირების, ისე ცენტრის იმ სტიპენდიატების ჩართვა, რომელთაც ჯერ სწავლა არ დაუსრულებიათ.

მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების ძირითადი მიმართულებებია:

• რეგიონული განვითარება;
• ინოვაციების ხელშეწყობა;
• განათლება;
• ხელოვნება და შემოქმედებითი ინდუსტრიები;
• ჯანდაცვა;
• კონფლიქტები;
• გარემოს დაცვა.
თითოეულ პროექტზე დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 25,000 ლარს (თანადაფინანსების არსებობის შემთხვევაში), ან 15 000 ლარს (თანადაფინანსების არარსებობის შემთხვევაში). აპლიკაციების მიღება შესაძლებელი იქნება 2019 წლის 15 სექტემბრიდან 2019 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით, საკონკურსო პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს. დაფინანსება გაიცემა კონკურსის წესით სამართლიანობის, შეჯიბრობითობისა და გამჭვირვალეობის პრინციპების დაცვით. წარმოდგენილ პროექტებს პროგრამის ფარგლებში შექმნილი საკონკურსო კომისია შეაფასებს.

განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის მისიაა სახელმწიფოს განვითარების სტრატეგიული ხელშეწყობა კურსდამთავრებულთა ჩართულობით, გამოცდილების გაზიარების, ინსტიტუტების განვითარების, პრიორიტეტული პროექტების განხორციელების, კავშირების დამყარებისა და გაძლიერების გზით. ასოციაციის მიზნებია: კურსდამთავრებულთა ქსელის შექმნა და გაძლიერება, ასოციაციის წევრთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, განვითარებაზე ორიენტირებული კვლევებისა და კონსულტაციების განხორციელება, საზღვარგარეთ მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გამოყენებით საზოგადოებრივი სიკეთის შექმნა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა