logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
„National Geographic” - ი საქართველოს სამთო კურორტებსა და ეროვნულ პარკებზე პუბლიკაციებს მოამზადებს
„National Geographic” - ი საქართველოს სამთო კურორტებსა და ეროვნულ პარკებზე პუბლიკაციებს მოამზადებს
16:07 05.08.2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი „National Geographic” სპეციალური გამოცემის “Complete National Parks of Europe” მთავარ რედაქტორს ჯასტინ კავანას შეხვდნენ, რომელიც საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში კავანა მოინახულებს თუშეთის, კახეთის და ყაზბეგის რეგიონებს, ესტუმრება თუშეთისა და ვაშლოვანის ეროვნულ პარკს და გაეცნობა ქვეყანაში არსებულ მზარდ ტურისტულ პოტენციალს.

შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოს ტურისტული პოტენციალი, განსაკუთრებით, სამთო კურორტები და მთაში მდებარე ტურისტული ღირსშესანიშნაობები. აღინიშნა, რომ ჯასტინ კავანა საქართველოს რეგიონების მონახულების შემდეგ, „National Geographic” სპეციალური გამოცემაში “Complete National Parks of Europe” საქართველოს შესახებ ვრცელ მასალას გამოაქვეყნებს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჯასტინ კავანამ განაცხადა, რომ მისი და მისი გუნდის ვიზიტის მიზანია, თუშეთში, ყაზბეგსა და სხვა სამთო რეგიონებში ეროვნული პარკების დათვალიერება და მათზე ვიზუალური მასალისა და პუბლიკაციების მომზადება. მისი თქმით, ინფორმაცია განთავსდება ინსტაგრამზე, აგრეთვე დაიბეჭდება არაერთ ჟურნალსა და კატალოგში. „ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ საქართველოში ყოფნით და მოხიბლულები - აქაური სტუმარმასპინძლობით“, - განაცხადა „National Geographic” – ის წარმომადგენელმა.

„დიდი იმედი მაქვს, რომ „National Geographic” - ის ჯგუფი, რომელსაც ჯასტინ კავანა ხელმძღვანელობს, შეძლებს თავის პუბლიკაციებში გადმოცემული ინფორმაციით, გაუღვიძოს ინტერესი ტურისტებს, რომლებიც საკუთარ ტურებს ისეთი გამოცემების მიხედვით გეგმავენ, როგორიცაა „National Geographic” – ი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლობა აღნიშნულ საგამომცემლო ჯგუფთან“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძემ.

„ჩვენ დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს საელჩოს ირლანდიაში და ტურიზმის ადმინისტრაციას, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ამ ტურის ორგანიზებას. ჯასტინ ჯავანა ეწვევა თუშეთსა და სხვა სამთო რეგიონებს და მოამზადებს პუბლიკაციებსა საქართველოს შესახებ, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდება. იმედი მაქვს ამით უფრო გაიზრდება საქართველოს ცნობადობა მსოფლიოში, რაც გაზრდის ტურისტების რაოდენობას,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აპრილში, ირლანდიაში საქართველოს საელჩოში, საქართველოს ტურისტული პოტენციალის, ქვეყანაში არსებული უნიკალური ბუნების ძეგლების, ღვინის კულტურის, ქართული სამზარეულოსა და უძველესი ტრადიციების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღების შემდეგ, ჯასტინ კავანა დაინტერესდა საქართველოთი და ქვეყნის მზარდი ტურისტული პოტენციალით. მისი ვიზიტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით განხორციელდა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის