logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
logo2
logo2
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ცაგერის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდნენ
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ცაგერის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდნენ
11:31 03.08.2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ უყურეშისა და ქვედა ცაგერის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ უგრეხელიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მინისტრის მოადგილემ დეტალურად ისაუბრა ყველა იმ პროექტზე, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს და მოსახლეობას მიღწეული შედეგები გააცნო. სოლომონ პავლიაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვინაიდან აღნიშნული რეგიონი მცირემიწიანია, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში გაწევრიანებით, ფერმერები არსებული რესურსის უფრო ეფექტიანად გამოყენებას შეძლებენ. მინისტრის მოადგილემ ადგილობრივებს შეშით მომარაგების ახალი სქემის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.

„ჩვენ აქტიურ კომუნიკაციას გავაგრძელებთ მოსახლეობასთან, რათა დეტალურად გავაცნოთ ყველა ის პროექტი, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს. ამ ტიპის შეხვედრებით განვსაზღვრავთ პრიორიტეტებს უშუალოდ ადგილობრივებთან ერთად. ცაგერის მუნიციპალიტეტში 2019 წელს დაგეგმილია 25 მილიონი ლარის ღირებულების საპროექტო სამუშაოები; ჯამში, 132 სხვადასხვა სახის პროექტი ხორციელდება, რაც, უდავოდ, შთამბეჭდავი რიცხვია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაგეგმილი აქვს დაცული ადგილწარმოშობის დასახელების, უსახელოურისა და ორბელური ოჯალეშის დარეგისტრირება. აღნიშნულ რეგიონს აგროტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალიც აქვს. ამ პოტენციალის გამოყენება მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას მეტად გააუმჯობესებს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა.

მხარის გუბერნატორმა, არჩილ ჯაფარიძემ მოსახლეობასთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია ქვემო და ზემო სვანეთის დამაკავშირებელი და რაჭისა და საჩხერის დამაკავშირებელი გზების მშენებლობა.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხვამლის მთასთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის პროექტი, რაც რეგიონს ტურისტულად კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის და ხელს შეუწყობს მის განვითარებას. მხარის გუბერნატორმა მოსახლეობასთან მცირე ბიზნესის განვითარების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

ოყურეშსა და ქვედა ცაგერში გამართულ შეხვედრებზე მოსახლეობამ მთავარ საკითხად დაურეგისტრირებელი მიწებისა და შიდა გზების პრობლემების მოგვარება დაასახელა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა