logo2
logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ფიჭვის ხეების ხმობის გამომწვევ მიზეზები გაფართოებულ შეხვედრაზე განიხილეს
ფიჭვის ხეების ხმობის გამომწვევ მიზეზები გაფართოებულ შეხვედრაზე განიხილეს
17:45 31.07.2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ფიჭვის ხეების ხმობის პრობლემა ტყის აღდგენისა და დაცვის სამუშაო ჯგუფის გაფართოებულ შეხვედრაზე განიხილეს. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ხელმძღვანელობდა.

„მნიშვნელოვანია ზუსტად დადგინდეს ფიჭვების ხმობის მიზეზები, შემუშავდეს რეკომენდაციები და მომზადდეს ერთგვარი სამოქმედო გეგმა, რომელიც მიმართული იქნება პრობლემის გადაჭრისა და მწვანე საფარის დაცვისკენ. სამინისტროს აქვს შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ექსპერტული ცოდნა, არსებობს ადამიანური რესურსი; შესაბამისად, სამინისტროს მაკოორდინირებელი უწყების ფუნქციის შესრულება შეუძლია დარგის სპეციალისტებს, ადგილობრივ თვითმმართველობებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებს შორის ეფექტიანი კომუნიკაციისთვის“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.

შეხვედრაზე სპეციალისტების მიერ ფიჭვების მასობრივი ხმობის შესაძლო მიზეზებად გარემო პირობები და რამდენიმე სახეობის მავნებელი დასახელდა. აღინიშნა, რომ პრობლემის გადაჭრა კომპლექსური მიდგომებით უნდა განხორციელდეს. დარგის სპეციალისტებმა დააფიქსირეს მოსაზრებები და წარმოადგინეს რეკომენდაციები. გამოიკვეთა რამდენიმე ძირითადი რეკომენდაციაც: უნდა მოხდეს დაზიანებული კერების იდენტიფიცირება, დროულად განხორციელდეს გამხმარი ფიჭვების მოჭრა, დამუშავება (გაქერქვა) და ადგილიდან გატანა, ჩატარდეს კომპლექსური კვლევა (ჰაერი, ნიადაგი, გარემო და ა.შ), მოჭრილი ხეების ადგილას გაშენდეს ადგილობრივი ჯიშის სხვა სახეობის ნერგები. დარგის სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე, მოხდება მართვის ინტეგრირებული გეგმის შემუშავება.

ტყის აღდგენისა და დაცვის სამუშაო ჯგუფის გაფართოებულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიის, ეროვნული სატყეო და დაცული ტერიტორიების სააგენტოების, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და აფხაზეთის ა/რ გარემოს დაცვის სამმართველოების, აგრარული უნივერსიტეტის სატყეო ინსტიტუტის, კვლევითი ლაბორატორიის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის