logo2
logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე: ჩვენ ვუმასპინძლებთ ევროპის ჩემპიონატს კალათბურთში და ეს არის დიდი გამარჯვება ჩვენი ქვეყნისთვის
მამუკა ბახტაძე: ჩვენ ვუმასპინძლებთ ევროპის ჩემპიონატს კალათბურთში და ეს არის დიდი გამარჯვება ჩვენი ქვეყნისთვის
22:51 30.07.2019
ჩვენ ვუმასპინძლებთ ევროპის ჩემპიონატს კალათბურთში და ეს არ არის მხოლოდ ქართული სპორტის დიდი გამარჯვება, ეს არის დიდი გამარჯვება ჩვენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ლისის ტბაზე, „ევრობასკეტის“ მასპინძლობის უფლების მოპოვებასთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერმა კალათბურთელებს და ქართული სპორტის გულშემატკივრებს მიღწეული წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ ტურნირის მასპინძლობის ფარგლებში აშენდება ახალი, 15 ათას მაყურებელზე გათვლილ სპორტის სასახლე.

“მე მსურს ქართული სპორტის ყველა გულშემატკივარს და საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო, ვინაიდან ეს არის ჩვენი ქვეყნის გამარჯვება. კონკურენცია იყო ძალიან მძაფრი, 13 ქვეყანას შორის და საბოლო ჯამში არჩევანი გაკეთდა გერმანიაზე, ჩეხეთზე, იტალიასა და საქართველოზე. ეს არის ძალიან დიდი წარმატება და მინდა იცოდეთ, რომ ეს წარმატება არ მოსულა ერთ დღეში. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით იმისთვის, რომ საქართველოს მიეღო ეს გამარჯვება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამავე ტურნირის მასპინძლობის ფარგლებში ავაშენებთ ახალ, 15 ათას მაყურებელზე გათვლილ სპორტის სასახლეს. დარწმუნებული ვარ, ეს სასახლე გახდება ახალი სავიზიტო ბარათი ჩვენი ლამაზი დედაქალაქისთვის. ბუნებრივია, ჩვენ არ ვაპირებთ, ამ წარმატებაზე გავჩერდეთ. გუშინ საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა ოფიციალურად გააკეთა განაცხადი, რომ ჩვენი მიზანია, 2025 წელს ვუმასპინძლოთ ახალგაზრდულ ოლიმპიადას, ზამთრის სახეობებში. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ვიქნებით ძალიან წარმატებულები. მინდა, მივმართო ქართველ ახალგაზრდებს და საზოგადოებას - როდესაც ქართველი ერი არის ერთსულოვანი და ჩვენ ვდგავართ ერთად, მხარდამხარ, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა