logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
logo2
logo2
გიორგი აღაპიშვილი მამუკა ხაზარაძეზე: ისე როგორ უნდა გეზიზღებოდეს საკუთარი ხალხი, პროპაგანდისტული სტატიები უცხოურად წერო
გიორგი აღაპიშვილი მამუკა ხაზარაძეზე: ისე როგორ უნდა გეზიზღებოდეს საკუთარი ხალხი, პროპაგანდისტული სტატიები უცხოურად წერო
12:39 29.07.2019
2019 წლის ივნისი/ივლისის თვეებში, მამუკა ხაზარაძემ და ანაკლიის კონსორციუმმა, ჯამში, უცხოენოვან ადგილობრივ და უცხურ ბეჭდურ მედიაში, ჯამში 36 ფასიანი სტატია დაუკვეთა, რომელთა ერთადერთი სამიზნე არა საქართველოს ხელისუფლება - არამედ ქართული სახელმწიფო იყო. სტატიებში გადახდილი თანხის ჯამური ღირებულება, სულ მცირე 220 000 ევროს შეადგენს.

ისე როგორ უნდა გეზიზღებოდეს საკუთარი ხალხი და რა არარაობად უნდა თვლიდე, რომ პროპაგანდისტული სტატიებიც კი უცხოურად წერო,- ამის შესახებ ფეისბუქ-მომხმარებელი გიორგი აღაპიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"გაიცანით - თამუნა კირვალიძე, ანაკლიის კონსორციუმის მარკეტინგისა და პიარის სამსახურის ყოფილი ფორმალური და ეხლა უკვე არაფორმალური ხელმძღვანელი

- რაში მდგომარეობს ისტორია. 2019 წლის ივნისი/ივლისის თვეებში, მამუკა ხაზარაძემ და ანაკლიის კონსორციუმმა, ჯამში, უცხოენოვან ადგილობრივ და უცხურ ბეჭდურ მედიაში, ჯამში 36 ფასიანი სტატია დაუკვეთა, რომელთა ერთადერთი სამიზნე არა საქართველოს ხელისუფლება - არამედ ქართული სახელმწიფო იყო. სტატიებში გადახდილი თანხის ჯამური ღირებულება, სულ მცირე 220 000 ევროს შეადგენს.

ისე როგორ უნდა გეზიზღებოდეს საკუთარი ხალხი და რა არარაობად უნდა თვლიდე, რომ პროპაგანდისტული სტატიებიც კი უცხოურად წერო.

2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდგომ, ნაწილობრივ ხელისუფლების ნებით, ხოლო ნაწილობრივ ინერციით, საქართველოში დემოკრატიის ხარისხი შედარებით გაუმჯობესდა. მაგრამ, როგორც ჩვენ ეს საბჭოთა კავშირის დაშლის პრაქტიკამ გვიჩვენო, სახელმწიფოს მიერ გამოთავისუფლებულ სივრცეებს, უმალ იკავებს კერძო სექტორი, ასე მოხდა პირველი ოქტომბრის შემდგომაც. სააკაშვილის ხელისუფლება, განსხვავებით საბჭოთა კავშირისგან, არ ფლობდა ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ სივრცეებს ბოლომდე, თუმცა ფლობდა და მართავდა ამ სივრცეების მთავარ აქტორებს, ბანკირებსა და ბიზნესმენებს.

ბიბლიაში ერთი საინტერესო ეპიზოდია, როდესაც მოსეს გამოჰყავს ებრაელები ეგვიპტიდან და აღქმულ მიწამდე 40 წელი ატარებს, მას უფალი გამოეცხადება და უბრძანებს რომ თავად მოსე არ უნდა შევიდეს წმინდა მიწაზე. არც-ერთი მონობაში ნაცხოვრები ებრაელი უფალმა პალესტინის აღქმულ მიწაზე არ შეუშვა. ამაში ცხადია უდიდესი განზრახვა იდო. სამწუხაროდ ჩვენ ასე მარტივად ვერ გავთავისუფლდებით მონობაში ნამყოფი სუბიექტებისგან და მათთან ერთად თანაცხოვრება გვიწევს აღქმული მიწისგან ძალიან განსხვავებულ, მაგრამ მონობაზე მაინც შედარებით უკეთეს ვითარებაში. მონამ თავისუფლების შინაარსი ვერ გაიგო, ნირმა არ გაუშვა და სახალხო სწრაფვა თავისუფლებისკენ საკუთარ იარაღად აქცია.

2016 წლის შემდგომ, საქართველო ფაქტობრივად ემსგავსება რევოლუციამდელ კუბას, სადაც ბიზნესი და ხელისუფლება ჯერ ქორწინდებიან, ხოლო მალე ამ უსქესო და უგენდერო ქორწინებაში, ბიზნესი ინიციატივას საკუთარ თავზე იღებს და ოჯახის უფროსად ან ქმრად გვევლინება. ხალხი კი ამ ყველაფრის მაყრიონია, ქორწილზე აჭმევენ და მერე მთელი ცხოვრება ორივე ცოლ-ქმარი მათ ძარცვაშია.

გამომდინარე ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ტენდენციებიდან, საქართველოში მდიდრდებოდნენ ყველაზე თამამები, ყველაზე უპრინციპოები და სასტიკები. ამ ველურ დასავლეთში, ყველაზე სწრაფები და ზუსტები ბანკირები აღმოჩნდნენ. ხალხის უბედურების ხარჯზე გამდიდრებულებმა, კორლეონეების ოჯახივით გადაწყვიტეს, არალეგალურიდან ლეგალურ საქმიანობაში გადასვლა. ყველა კორლეონეს თავისი კონსოლიერი, თანაშემწე სჭირდება. ადამიანი ვინც არასოდეს კლავს და ისვრის, მაგრამ ალაგებს ურთიერთობებს და მაშასადამე შეკვეთილ სტატიებსაც ის უზრუნველყოფს.

ფოტოზე თამუნა კირვალიძეა გამოსახული, თავის უშუალო უფროსთან და თავის უშუალო კლიენტებთან, ქოცებთან, ნაცებთან, ჟურნალისტებთან და სპიკერ-ბიზნესმენ ფადი ასლისთან.

ცხადია რომ 2019 წელს სახელმწიფოს ძველი პატრონი დაუბრუნდა და მანდ გადაწყვიტა ბიზნესის და სახელმწიფოს ქორწინება სასწრაფოდ გაწყვიტოს. ცხადია ეს ამბავი ბიზნესს არ მოსწონს და იბრძვის ყველა შესაძლო მეთოდით. ეს ამბავი თავისთავად კარგია ხალხისთვის, ვინაიდან ამ ქორწინებით ყველაზე მეტად რიგითი ადამიანები ზიანდებოდნენ, თუმცა კარგია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი ეს განქორწინება ახალი ქორწინების დასაბამი არ გახდება.

მოკლედ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, სახელმწიფოს ყოფილი ქმარი მწარედ იკბინება, მას არ ენანება არც 200 და არც 300 ათასი ევრო შეკვეთილის ტატიებისთვის, მაგრამ მაშინაც კი როდესაც ესე სჭირდება სახალხო მხარდაჭერა, საკუთარ ნირს ვერ ღალატობს და საპროცენტო განაკვეთს სესხებზე არ ამცირებს. პირიქით, ვალუტის კურსით მანიპულირებს, მას ხომ სახალხო ზიზღი და ელიტების სიყვარული კვებავს!", - წერს გიორგი აღაპიშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა