logo2
logo2
არქივი
« მარტი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში თეთრიწყაროს ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და აღჭურვილობა გადაეცათ
ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში თეთრიწყაროს ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და აღჭურვილობა გადაეცათ
12:14 28.07.2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი და ქვემო ქართლის მხარის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში ასოციაციის „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) მიერ განხორციელებულ სოფლის განვითარების პროექტებს გაეცნენ.

ხატია წილოსანმა, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, ადგილობრივი ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და აღჭურვილობის გადაცემის ღონისძიებაშიც მიიღო მონაწილეობა.

„სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის ზრდა მნიშვნელოვანი წინაპირობაა, როგორც სოფლის მეურნეობის დარგის, ასევე სოფლის განვითარებისთვის. ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, ასოციაციამ „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) და თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა (LAG) საგრანტო პროგრამის ორი ფაზა წარმატებით განახორციელა. სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდა 65 პროექტი, რომელთა ღირებულება ჯამში 5 მლნ ლარს შეადგენს. აღნიშნული პროექტების შედეგად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 300-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა, დასაქმებულთა 40% კი, ქალია“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ევროკავშირის პარტნიორი ასოციაციის „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) მიერ ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, რაც ინოვაციური სოციალურ-ეკონომიკური მოდელების დანერგვითა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენელების ჩართვის მეშვეობით მიიღწევა. ამ მიზნით, RDFG თანამშრომლობს აგროტექონოლოგიების ასოციაციასთან (ATA) და ლიეტუვას ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ქსელთან (VVGT).

შეგახსენებთ, ევროკავშირი საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელს უწყობს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის ფარგლებში. საქართველოში პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება და მის მიზანს, სოფლად სიღარიბის შემცირება წარმოადგენს. პროგრამის ბიუჯეტი 179.5 მილიონი ევროს შეადგენს. პროგრამა ეხმარება საქართველოს მთავრობას, ასევე, ადგილობრივ თემებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა