logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
logo2
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით საქართველო გახდა გლობალური ლიდერი, რომელმაც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში პაციენტებსა და ექიმებს ოპტიმიზმი მოუტანა
არჩილ თალაკვაძე: C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით საქართველო გახდა გლობალური ლიდერი, რომელმაც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში პაციენტებსა და ექიმებს ოპტიმიზმი მოუტანა
16:13 27.07.2019
„C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით საქართველო გახდა გლობალური ლიდერი, რომელმაც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში პაციენტებს და ექიმებს ოპტიმიზმი მოუტანა და გააძლიერა მოძრაობა C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის მისაღწევად“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჰეპატიტების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და პროგრამის პრეისტორიის, ასევე, მისი მნიშვნელობისა და მიღწეული შედეგების შესახებ ისაუბრა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ინიციატივის განხორციელებასთან დაკავშირებით, თავდაპირველად იყო სკეფსისიც, თუმცა, საქართველომ დაამტკიცა, რომ მას შეუძლებელი ამოცანების განხორციელება შეუძლია. არჩილ თალაკვაძემ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით სარგებლობენ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მცხოვრები თანამოქალაქეებიც, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

„6 წლის წინ საქართველოს მთავრობამ, პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით, სამოქალაქო საზოგადოების, მედიკოსებისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით მიიღო გადაწყვეტილება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინიციატივაზე - დაწყებულიყო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა; რის შედეგადაც, C ჰეპატიტისგან განიკურნა 54000 ადამიანი!

ეს არის უდიდესი მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის და მეამაყება რომ თქვენთან ერთად, ამ დიდი, შესრულებული სამუშაოს მონაწილე ვარ.

ამ პროგრამით მკურნალობას გადიან ჩვენი ძმები და დები ოკუპირებული რეგიონებიდან, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით საქართველო გახდა გლობალური ლიდერი, რომელმაც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში პაციენტებს და ექიმებს ოპტიმიზმი მოუტანა და გააძლიერა მოძრაობა C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის მისაღწევად“, - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა დასოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, პრემიერმინისტრის მრჩეველმა დავით სერგეენკომ და განკურნებულმა პაციენტმა, ეზრა ინწკირველმა. პროგრამის 4 წლის შედეგებისა და მიღწევების შესახებ პრეზენტაცია ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ წარმოადგინა.

ყოველწლიურად, 28 ივლისს, ჰეპატიტების მსოფლიო დღის აღსანიშნავად, მსოფლიო საერთო ამოცანის ირგვლივ - ვირუსული ჰეპატიტების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ერთიანდება. C ჰეპატიტთან ბრძოლის მიმართულებით, საქართველო გამორჩეულია, რადგან ის ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ამ დაავადების სამკურნალო უახლესი თაობის მედიკამენტები სრულიად უფასოა. საქართველოში მოქმედი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ანალოგი მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ განხორციელებულა.​

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა