logo2
logo2
არქივი
« მარტი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
დევნილი პედაგოგი: განათლების სამინისტროს უღრმესი მადლობა და პატივისცემა  იმ ჩარიცხული სტუდენტებისთვის, მავთულხლართებს რომ ვერ დააღწიეს თავი
დევნილი პედაგოგი: განათლების სამინისტროს უღრმესი მადლობა და პატივისცემა იმ ჩარიცხული სტუდენტებისთვის, მავთულხლართებს რომ ვერ დააღწიეს თავი
15:07 26.07.2019
დევნილი პედაგოგი ლია გოგოხია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მადლობას უხდის რამდენიმე დღის წინ მიღებული იმ გადაწყვეტილებისთვის, რომლის თანახმად, ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო დაზარალებული აბიტურიენტები გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან. პედაგოგი დარწმუნებულია, რომ ბავშვები, რომელთა სწავლასაც სახელმწიფო სრულად დააფინანსებს, თავს არ შეირცხვენენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით პედაგოგი სოციალურ ქსელში ვრცელ წერილს აქვეყნებს და არ ესმის იმ ადამიანების, ვინც მოსწავლეების უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩარიცხვას აპროტესტებს:

„ეს „პოსტი“ იმათთვისაა, ვინც აფხაზეთში მცხოვრები მოსწავლეების უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩარიცხვას აპროტესტებს. არ მჯერა მე თქვენი ყალბი პატრიოტიზმისა და მიტინგობის. მიტინგზე ყვირილსა და შეძახილს ის სჯობს, გამოხვიდეთ და აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დარჩენილ ბავშვებს დაეხმაროთ, ჩუმად რომ სწავლობენ ქართულ ენას... რა ქნან ბატონო, ყველას კი არ ერგო ჩემსავით აგარაკი წყნეთში... ვერ დაიტია და ვერ შეიფარა საქართველომ ამდენი დევნილი... და იძულებული გახდნენ მათი მშობლები თავიანთ სახლ-კარს დაბრუნებოდნენ. თუმცა ჩემი ქადაგება რად გინდათ, კითხვა თუ გეზარებათ, ფილმს მაინც უყურეთ (,,გაღმა ნაპირი’’) თქვენ, ჩემო საყვარელო გამპროტესტებლებო, ცალკე ათი მასწავლებელი მაინც გასწავლით სკოლაში და ცალკე კიდევ ათი რეპეტიტორი გემსახურებათ... ნათია თოდუა გაიხსენეთ, მისი პირველი გამოსვლა სცენაზე... ხომ დასცინეთ, იძულებული გახადეთ საქართველოდან წასულიყო, მაგრამ ხომ იპოვა სამართალი და დიდება... ასე რომ, ნუ დაიბოღმებით იმ ჩარიცხულ სტუდენტებზე, მავთულხლართებს რომ ვერ დააღწიეს თავი და გამოცდაზე რომ ვერ გამოცხადდნენ, ნუ ქილიკობთ იმ ,,ფრთამოტეხილ მაფშალიებზე’’, პირადად თქვენ, მათი ჩარიცხვით, არაფერი დაგაკლდებათ. განათლების სამინისტროს უღრმესი მადლობა და პატივისცემა ჩემგან ამ გადაწყვეტილების მიღების გამო. ის ბავშვები თავს არ შეირცხვენენ“ - წერს პედაგოგი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა