პაატა სალია: დავით დვალთან და ჯარჯი აქიმიძესთან შეხვედრები გაგრძელდება და მას ქიბარ ხალვაშიც დაესწრება
პაატა სალია: დავით დვალთან და ჯარჯი აქიმიძესთან შეხვედრები გაგრძელდება და მას ქიბარ ხალვაშიც დაესწრება
14:57 26.07.2019
რუსთავი-2-ის დამფუძნებლებთან დავით დვალთან და ჯარჯი აქიმიძესთან შეხვედრები გაგრძელდება და მას ქიბარ ხალვაშიც დაესწრება. ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედს“ რუსთავი-2-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ განუცხადა.

მისი თქმით, დავით დვალთან და ჯარჯი აქიმიძესთან შეხვედრა გუშინაც შედგა.

"გუშინ გვქონდა შეხვედრა. გარეთ შევხვდით, ქალაქში, მეგობრულ გარემოში. გავგრძელებთ შეხვედრებს. ვსაუბრობთ. კონკრეტული გადაწყვეტილება ერთ დღეში არ მიიღება. როდესაც საბოლოო პასუხი გვექნება, ყველას გავაგებინებთ. შეხვედრები გაგრძელდება, მას ქიბარ ხალვაშიც დაესწრება. ჩვენ ერთმანეთთან საუბრის და კომუნიკაციის პრობლემა არ გვაქვს" - განაცხადა პაატა სალიამ.
ბეჭდვა