logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
logo2
logo2
სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების დაწვით გამოწვეულ საფრთხეებზე და მიყენებულ ზიანზე შეხვედრა გაიმართა
სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების დაწვით გამოწვეულ საფრთხეებზე და მიყენებულ ზიანზე შეხვედრა გაიმართა
12:04 26.07.2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების დაწვით გამოწვეული საფრთხეების შესახებ ინფორმაციის გაზიარების მიზნით კახეთის რეგიონში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და კახეთის მხარის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენის გადაწვის მავნე პრაქტიკა უნდა დასრულდეს. რადგან, გარდა იმისა, რომ ნარჩენების დაწვის შედეგად გაჩენილი ხანძარი საფრთხეს უქმნის ქარსაფარ ზოლებს და ტერიტორიაზე არსებულ ინფრასტრუქტურას, დროთა განმავლობაში იწვევს ნიადაგის თვისებების გაუარესებას, ნაყოფიერების დონის შემცირებას და საბოლოოდ, ნიადაგის დეგრადაციას.

„ნარჩენების დაწვის მავნე პრაქტიკამ, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ინტენსიური ხასიათი მიიღო, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს გარემოს, ბიომრავალფეროვნებას, იწვევს გაუდაბნოებას. ჩვენ უნდა გავითავისოთ პრობლემის სიმწვავე და ერთიანი ძალებით ვებრძოლოთ ასეთ ვანდალიზმს. საწყის ეტაპზე, პრევენციის მიზნით, სამინისტროს შესაბამისი სამსახურების და ადგილობრივი თვითმართველობების ჩართულობით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში განახორციელებენ მონიტორინგს. პარალელურად, დაიწყება მუშაობა საჯარიმო ტარიფის კორექტირების საკითხზე, რაც მნიშვნელოვნად დაგვეხმარება პრობლემის დაძლევაში“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლა, ნიადაგის და ბიომრავალფეროვნების დაცვა. შესაბამისად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ კუთხით აქტიურად მუშაობს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების დაწვის შედეგად ქარსაფარი ზოლების განადგურებით გამოწვეულ საფრთხეებს, რაც ნიადაგში ქარისმიერ ეროზიას, მიკროკლიმატის შეცვლას, ჰაბიტატების განადგურებას, ბიომრავალფეროვნების დეგრადაციას და ჟანგბადის შემცირებას იწვევს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გარკვეული ფერმერების უპასუხისმგებლო ქმედებით, სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების დაწვის შედეგად გაჩენილი ხანძრით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ათობით ჰექტარი სახნავ-სათესი მიწა გადამწვარი და რამდენიმე ათეული კილომეტრი ქარსაფარი ზოლი განადგურებულია.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების, ასევე კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC), გერმანიის საერთაშირისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა