logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
logo2
logo2
ნიკა გვარამია: გადავწყვიტე რამდენიმე პარტნიორთან ერთად, გავაკეთო ამ ქვეყნის მთავარი ტელევიზია
ნიკა გვარამია: გადავწყვიტე რამდენიმე პარტნიორთან ერთად, გავაკეთო ამ ქვეყნის მთავარი ტელევიზია
10:54 26.07.2019
„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რომ პარტნიორებთან ერთად, ახალი ტელევიზიის დაარსება გადაწყვიტა.

გვარამია საზოგადოებას თხოვნით მიმათავს და ამბობს, რომ ძალიან მალე დაიწყებს საჯარო კამპანიას ახალი ტელევიზიის დასახმარებლად.

„მოკლედ, მეგობრებო, არც თუ ისე დიდი ხნის, თუმცა ძალიან მძიმე და ინტენტსიური ფიქრის შემდეგ, გადაწყვეტილება მიღებულია.

ბევრ ფიქრს მოჰყვა ბევრი კონსულტაცია: პროფესიონალებთან, პოტენციურ ინვესტორებთან ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, და, რაც მთავარია, ამ საქმის გულშემატკივრებთან.

გადავწყვიტე: რამდენიმე პარტნიორთან ერთად, გავაკეთო ამ ქვეყნის მთავარი ტელევიზია, მთავარი და საუკეთესო. უკეთესი, ვიდრე ნებისმიერი სხვა. უკეთესი, ვიდრე ის, რომელიც აქამდე ყველაზე საუკეთესო მგონია.

ჩემთვის ეს, ალბათ, ცხოვრების მთავარი გამოწვევაა – მე კრიზისმენეჯერი ვარ, არ მიყვარს რუტინა და არასდროს მიშენებია ნულიდან. მე შემიძლია გავაცოცხლო მკვდარი კომპანია, მაგრამ არასდროს მიმიცია დასაბამი ახალი კომპანიის სიცოცხლისთვის. ამ გამოწვევაში ზუსტად ვიცი, ვისი დახმარება მჭირდება, ვინ იქნება ჩემი მთავარი დასაყრდენი – ჩემი თანაგუნდელი.

ჩემი ამბიცია მხოლოდ საუკეთესოს გაკეთებაა, და საუკეთესოს, ცხადია, მხოლოდ საუკეთესოები გააკეთებენ.

ბოლო მოვლენების შემდეგ, უკიდურესად დაღლილმა, ერთად ერთი დღის განმავლობაში ვიფიქრე ქვეყნიდან წასვლაზე და დალაგებულ ცხოვრებაზე მშვიდ ქვეყანაში. დღეს, ამ დღის გამო, საჯაროდ ბოდიშს ვუხდი საკუთარ თავს, საკუთარ ოჯახს და ბოდიშს გიხდით ყველას, ვინც ელოდით ჩემს გადაწყვეტილებას, ვინც გულშემატკივრობთ ჩემს საქმეს, ვინც ფიქრობთ, რომ პატრიოტებმა და მედასავლეთეებმა ქვეყანა არ უნდა დავთმოთ, ვინც ჩემს თანაგუნდელად მოიაზრებთ თავს.

თავს უფლებას მივცემ და ჩემს თხოვნასაც გავაჟღერებ: სრულიად არ მეპარება ეჭვი, რომ ძალიან მალე ახალი ტელევიზია ქვეყნის მთავარი არხი გახდება და მის შემოსავლებს უკიდურესად ოპტიმისტურად ვუყურებ. თუმცა, თავიდან, მნიშვნელოვანი ინვესტიციებია საჭირო. ინვესტორები არიან, მაგრამ ხარჯი უფრო მეტია, როგორც ყოველთვის. ძალიან მალე დავიწყებთ საჯარო კამპანიას ახალი ტელევიზიის დასახმარებლად. დიდი იმედი მაქვს თქვენი,

ვინც გულშემატკივრობთ ჩვენს საქმეს;

ვინც ფიქრობთ, რომ საქართველო არ უნდა დარჩეს სიმართლის ხმამაღლა მთქმელის და სამართლიანობის გუშაგის გარეშე;

ვინც ფიქრობთ, რომ დემოკრატიას სხვაგვარად მომავალი არა აქვს;

ვინც ფიქრობთ, რომ სწორს ვაკეთებთ, რომ არ ვთმობთ და ბრძოლას განვაგრძობთ;

ვინც ფიქრობთ, რომ ჩვენი გზა დასავლეთია და ამაზე ყოველდღე უნდა ვილაპარაკოთ;

ვინც ფიქრობთ, რომ დამნაშავე თანამდებობის პირების მხილება მედიის მთავარი საქმეა და დიდი საზოგადოებრივი სიკეთე;

ვინც ფიქრობთ, რომ სამართლიანი ეგზიტპოლი არჩევნებისთვის უმნიშვნელოვანესია;

ვინც ფიქრობთ, რომ გამარჯვება რეალურია და იგი ახლოსაა;

ვინც ფიქრობთ, რომ უზურპატორი უნდა წავიდეს.

ამ კამპანიას მალე დავიწყებთ იმ იმედით, რომ დაგვეხმარებით, როგორც შეძლებთ. გპირდებით, თქვენს შემოწირულობას ვაქცევთ მნიშვნელოვან ინვესტიციად ჩვენი სამშობლოს წარმატებულ მომავალში, სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაში.

საქმე ძალიან ბევრია, მაგრამ დრო ძალიან ცოტა. გპირდებით, საუკეთესო ეთერი გელით, და გპირდებით, უფრო მალე, ვიდრე გგონიათ.

წარმატებები ჩვენს ერთობლივ ბრძოლას! ერთად მოვიპოვოთ თავისუფლება!“, – წერს ნიკა გვარამია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა