ილია ჭავჭავაძის გამზირისა და ოთარ თაქთაქიშვილის ქუჩის კვეთამდე ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება
ილია ჭავჭავაძის გამზირისა და ოთარ თაქთაქიშვილის ქუჩის კვეთამდე ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება
21:20 25.07.2019
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, ილია ჭავჭავაძის გამზირისა და დიდიმ მირცხულავას ქუჩის კვეთიდან ილია ჭავჭავაძის გამზირისა და ოთარ თაქთაქიშვილის ქუჩის კვეთამდე ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს შემდეგი მიმართულებებით:

- ზაქარია ფალიაშვილის ქუჩაზე ვაკის პარკის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები დიმიტრი არაყიშვილის ქუჩის გავლით მოძრაობას გააგრძელებენ როგორც ირაკლი აბაშიძის ქუჩის მიმართულებით, ასევე, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, ცალმხრივად, ან ნინო რამიშვილის ქუჩის მიმართულებით.

- ზაქარია ფალიაშვილისა და დიდიმ მირცხულავას ქუჩების კვეთიდან ავტომანქანები იმოძრავებენ ზაქარია ფალიაშვილის ქუჩის გავლით, ოთარ თაქთაქიშვილის ქუჩის კვეთამდე, საიდანაც უკვე ოთარ თაქთაქიშვილის ქუჩის გავლით გავლენ ილია ჭავჭავაძის გამზირზე და იმოძრავებენ მხოლოდ ვაკის პარკის მიმართულებით, ცალმხრივად.

- რაც შეეხება ვაკის პარკიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრავ ავტომანქანებს, ისინი ილია ჭავჭავაძის გამზირზე იმოძრავებენ მხოლოდ ლადო კავსაძის ქუჩის კვეთამდე, საიდანაც მოძრაობას გააგრძელებენ ლადო კავსაძის ქუჩის გავლით, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, მრგვალი ბაღის მიმართულებით, ასევე, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ილია ჭავჭავაძის გამზირისა და ლადო კავსაძის ქუჩის კვეთიდან ზურაბ ავალიშვილის ქუჩით, ე.წ. ახალ გზაზე.

ბეჭდვა