logo2
logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
განახლებული მრგვალი ბაღი საზეიმოდ გაიხსნა
განახლებული მრგვალი ბაღი საზეიმოდ გაიხსნა
22:22 19.07.2019
განახლებული მრგვალი ბაღი საზეიმოდ გაიხსნა. საგანგებოდ ამ დღისთვის, ბაღში, მუსიკოს დათო ევგენიძის კონცერტი გაიმართა. გარდა ამისა, ბავშვებისთვის გასართობი პროგრამა იყო წარმოდგენილი.

საზეიმო ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად დაესწრო.

თბილისის მერის თქმით, რეაბილიტაციის დასაწყისში შექმნილი ხარვეზების მიუხედავად პროექტი, საბოლოოდ, წარმატებით განხორციელდა და დედაქალაქს კიდევ ერთი სრულად მოწესრიგებული რეკრეაციული სივრცე შეემატა.

„დღეს დასრულდა მრგვალი ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები. თავიდან ჩვენ გვქონდა გარკვეული პრობლემები ტენდერში გამარჯვებულ კონტრაქტორ კომპანიასთან დაკავშირებით, რადგან კომპანიამ, ფაქტობრივად, ვერ შეასრულა ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებები. ამდენად, მოგვიწია ახალი კომპანიის შემოყვანა. იყო გარკვეული უკმაყოფილება მოსახლეობის მხრიდან რეაბილიტაციის გაჭიანურებასთან დაკავშირებით, რაც სრულად გასაგებია ჩემთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი კი არის ის, რომ დღეს ჩვენ უკვე გვაქვს სრულად რეაბილიტირებული და კეთილმოწყობილი ბაღი, სადაც ყველაფერი განახლებულია. აღდგენილია შადრევანი, რომელიც წლების განმავლობაში მძიმე მდგომარეობაში იყო. ასევე, მოწესრიგდა გარე განათების სისტემა და ბაღის ტერიტორია ახალი ნარგავებით გამწვანდა.რაც ყველაზე მთავარია, მოსახლეობა კმაყოფილია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში სრულად განახლდა ბაღის ინფრასტრუქტურა: შეიცვალა გარე განათების სისტემა; მიწისქვეშ მოექცა საკომუნიკაციო კაბელები; ავტორის თანხმობითა და მონაწილეობით სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა შადრევანს - ,,პატარა უფლისწული“, ხოლო მის ირგვლივ მოეწყო დრენაჟის ფუნქციის მქონე ბუნებრივი ქვების კომპოზიტური საფარი; დამონტაჟდა სკამები განათებით, ასევე, დეკორატიული სანათები; საფეხმავლო ბილიკი მოპირკეთდა ტრავერტინის ფილებით.

რაც შეეხება გამწვანებას, დაიგო 1000 მ2 რულონური ბალახი, ჩატარდა მულჩირების სამუშაოები, მოეწყო სარწყავი სისტემა და დაირგო შემდეგი სახეობის ბუჩქები: ფოტინია, ლორო ტეტალუმი, წყავი, ფიტო სპორუმი, უთხოვარი, წყავი და ჭყორი.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დაკვეთით შპს „გრინსერვის+“-მა შეასრულა. პროექტის განხორციელებაში ასევე ჩართული იყო გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური, „თბილსერვის ჯგუფი“ და „ეკოსერვის ჯგუფი:. პროექტის განხორციელებისთვის ჯამში 515 000 ლარი დახარჯა.

მრგვალი ბაღის რეაბილიტაციის პროცესში მონაწილეობდნენ კომპანიები „ენსისი“ და „ამბიენსი“, რომლებმაც ბაღში დეკორატიული სანათები და სკამები განათებით უსასყიდლოდ დაამონტაჟეს.

მრგვალი ბაღის გახსნის ღონისძიებას მერის მოადგილეები, გამგებლები, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს სხვა წევრები დაესწრნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა