სენაკში ქართულ-ბრიტანული არქეოლოგიური ექსპედიციისა და სენაკის მერიის მოყვარულ ფეხბურთელთა გუნდებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა
სენაკში ქართულ-ბრიტანული არქეოლოგიური ექსპედიციისა და სენაკის მერიის მოყვარულ ფეხბურთელთა გუნდებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა
23:00 18.07.2019
სენაკის სპორტის სასახლემ ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის ქართულ-ბრიტანული არქეოლოგიური ექსპედიციის და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მოყვარულ ფეხბურთელთა გუნდებს შორის გამართულ ამხანაგურ მატჩს უმასპინძლა.

ტრადიციულ მატჩს, რომელიც ყოველი წლის ივლისის თვეში იმართება, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, თვითმმართველობისა და არქეოლოგიური ექსპედიციის წარმომადგენლები, ნოქალაქევის საზაფხულო სკოლაში ჩართული ახალგაზრდები ესწრებოდნენ.

მატჩი ანგარიშით - 3:0 - სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის გუნდის უპირატესობით დასრულდა.

გამარჯვებულ ფეხბურთელებს გარდამავალი თასი მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ გადასცა.

ბეჭდვა