logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
“ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში ტურიზმის ხელშესაწყობად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან ერთად საინფორმაციო კამპანიას იწყებს
“ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში ტურიზმის ხელშესაწყობად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან ერთად საინფორმაციო კამპანიას იწყებს
14:48 18.07.2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და „ვისოლ ჯგუფს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, ორგანიზაციები საქართველოში ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, უნიკალური ბუნების გაცნობის და უსაფრთხო ტურიზმის ხელშესაწყობად, გრძელვადიან საინფორმაციო კამპანიას იწყებენ.

პროექტის ფარგლებში, მომზადდება ვიდეო-ბლოგები საქართველოს უნიკალური ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული დაცული ტერიტორიების შესახებ. ბლოგის წამყვანები საზოგადოებას გააცნობენ როგორც პოპულარულ მარშრუტებს, ასევე სამთხო-საფეხმავლო ბილიკებს და დაეხმარებიან ახალი მიმართულებების აღმოჩენაში. მაყურებლები ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ მოგზაურობასთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხების შესახებ.
მემორანდუმს ხელი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძემ, „ვისოლის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ და „ვენდისა“ და „დანკინის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი მშვილდაძემ მოაწერეს.

„ვისოლ ჯგუფისათვის“ საქართველოში ტურიზმის ხელშეწყობა შექმნილი ვითარების ფონზე კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის ძირითადი საზრუნავია. აღნიშნული პროექტით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან ერთად გვსურს ხელი შევუწყოთ, როგორც შიდა ტურიზმის განვითარებას, ისე უცხოელი ტურისტების მოზიდვას საქართველოს უნიკალური ტურისტული რესურსების შესახებ ინფორმაციის აქტიური გავრცელებითა და მოგზაურობის უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიით. პარალელურად, „ვისოლ ჯგუფი“ ცდილობს წვლილი შეიტანოს საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში და ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორისა და არგვეთას მონაკვეთზე „დასვენებისა და მომსახურების ცენტრების“ შექმნით, სადაც ყველა საჭირო მომსახურების მიღება ერთ სივრცეშია შესაძლებელი, მოგზაურობას საქართველოში და საქართველოს გავლით გაცილებით უფრო კომფორტულს და სასიამოვნოს ხდის. დღესდღეობით ტურიზმის ხელშემწყობი მსგავსი ინფრასტრუქტურის შექმნა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, შესაბამისად, გვეამაყება, რომ „ვისოლ ჯგუფს“ თავისი მოკრძალებული წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკის მდგრად განვითარებაში“, - აცხადებენ „ვისოლ ჯგუფში“.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს კერძო სექტორთან და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ კერძო კომპანიებთან ერთად მასშტაბურ პროექტებს ვახორციელებთ. ახალი პროექტით „იმოგზაურე ვისოლთან ერთად“, რომელიც სააგენტოსა და კომპანიის აქტიური თანამშრომლობით განხორციელდება ჩვენ ხელს შევუწყობთ ეკოტურიზმის პოპულარიზაციას. მე ვფიქრობ, რომ სწორედ საჯარო და კერძო სექტორის ერთობლივად მუშაობითაა შესაძლებელი საქართველოში ტურიზმის მეტად განვითარება“- განაცხადა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძემ.

საქართველოს დაცული ტერიტორიები 87 სხვადასხვა კატეგორიის დაცულ ტერიტორიას მოიცავს, რაც ჯამურად საქართველოს 9,2%-ს ფართობს შეადგენს. დაცული ტერიტორიები აერთიანებს ქვეყნის მასშტაბით უნიკალური ბიომრავალფეროვნებით გამორჩეულ ბუნებრივ მემკვიდრეობას. მათ შორისაა: პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, ყაზბეგის ეროვნული პარკი, მტირალას ეროვნული პარკი, კოლხეთის ეროვნული პარკი, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, ვაშლოვანის ეროვნული პარკი, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის