logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
logo2
logo2
დიმიტრი ხუნდაძე: სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფები საჭირო მედიკამენტებს მიიღებენ ერთ ლარად
დიმიტრი ხუნდაძე: სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფები საჭირო მედიკამენტებს მიიღებენ ერთ ლარად
21:23 16.07.2019
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ მთავრობა ჯანდაცვის სფეროში მნიშვნელოვან ცვლილებებს გეგმავს და ერთ-ერთია მედიკამენტებთან დაკავშირებით, პრემიერის დღევანდელი ინიციატივა.

,,საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ, რომელიც 2013 წელს ამოქმედდა, უზრუნველყო სამედიცინო სერვისებზე მოსახლელობის მაქსიმალური ხელმისაწვდომობა. 33 ქვეყანა სარგებლობს მსოფლიოში ამ პროგრამით და საქართველო ერთ-ერთი მათგანია. მას შემდეგ რაც ეს პროგრამა ამოქმედდა, პრაქტიკულად ადამიანები ქუჩაში უფულობის გამო აღარ იღუპებიან, თუმცა მედიკამენტებზე ძირითადი დანახარჯები ჯერ კიდევ საკმაოდ მძიმე ტვირთად აწევს მოსახლეობას, განსაკუთრებით მძიმეა ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერებისა და შეჭირვებული მოსახლეობისათვის. სწორედ ამ ტვირთის შესამსუბუქებლად 2017 წელს ამოქმედდა მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა, რომელიც ყველაზე გავრცელებული 6 ქრონიკული დააავადების მქონე პირებისათვის 35 დასახელების მედიკამენტების მნიშვნელოვანი წილის დაფინანსებას გულისხმობდა. პროგრამაში მონაწილეობდა 60 ათასი ადამიანი. ამ დრომდე სოციალურად დაუცველი მოქალაქეები მედიკამენტებს ერთ ლარად, ხოლო შშმ პირები, პენსიორები განსხვავებულ ფასად იღებდნენ. პრემიერის ინიციატივაა, რომ ყველა ეს ჯგუფი მედიკამენტებს მხოლოდ ერთ ლარად შეიძენს. ანუ მოიხსნა დიფერენცირება", - განუცხადა დიმიტრი ხუნდაძემ სააგენტო ,,პირველს".

მისივე თქმით, მოსახლეობის ჯანმრთელობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის მთავარ პრიორიტეტად რჩება.

,,ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რომ ფინანსურად, რაც შეიძლება ნაკლები ტვირთი ჰქონდეთ განსაკუთრებით იმ მოქალაქეებს, რომლებიც არიან შეჭირვებულები. სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფები საჭირო მედიკამენტებს ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში მიიღებენ ერთ ლარად. შევეცდებით რომ ეს პროგრამა კიდევ უფრო გაიზარდოს", - განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ინიციატივით, დღეიდან სოციალურად დაუცველ პირებთან ერთად, ყველა ჯგუფს, პენსიონერებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და სხვა ჯგუფებს 35 დასახელების მედიკამენტების შეძენა 1 ლარად შეეძლებათ.

ესენია, 6 ქრონიკული დაავადების: გულსისხლძარღვთა, ფარისებრი ჯირკვლის, ფილტვის, დიაბეტის, ეპილეფსიის და პარკინსონის სამკურნალო მედიკამენტები.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა