logo2
logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
აკაკი ზოიძე: 35 დასახელების მედიკამენტების შეძენა 1 ლარად, მოსახლეობისთვის დიდი შეღავათი იქნება
აკაკი ზოიძე: 35 დასახელების მედიკამენტების შეძენა 1 ლარად, მოსახლეობისთვის დიდი შეღავათი იქნება
21:10 16.07.2019
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, მედიკამენტების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით პრემიერ -მინისტრ მამუკა ბახტაძის ახალი ინიციატივა მოსახლეობის მდგომარეობას კიდევ უფრო შეამსუბუქებს.

,,საყოველთაო ჯანდაცვით ბევრ ადამიანს მოეხსნა სიცოცხლის გადამრჩენელი წამლით მომსახურების გადახდის პრობლემა, მაგრამ მედიკამენტების ფასები, ბოლო პერიოდში იზრდებოდა და ამან ძალიან დიდი პრობლემები შეუმქნა განსაკუთრებით ხანდაზმულ პენსიონერებს, სოციალურად დაუცველებს.

პირველი, რაც დაიწყო, ქრონიკული ავადმყოფების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა, ორი წლის წინ და ამით დაახლოებით 50 ათასმა სოციალურად დაუცველმა ადამიანმა უკვე ისარგებლა. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროგრამა ფართოვდება. პენსიონერები, შშმ პირები, რომელთაც მანამდე შეღავათიან ფასში შეეძლოთ მიეღოთ ეს 35 მედიკამენტი, ახლა უკვე მიიღებენ სიმბოლურ ფასში, ერთ ლარად. ძალიან დიდი შეღავათი იქნება, განსაკუთრებით პენსიონერებისათვის, რომელთაც ხშირ შემთხვევაში ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატების დანახარჯები პენსიის მესამედს და ნახევარს შეადგენს. ველოდებით, რომ გაორმაგდება მომხმარებელთა რაოდენობა და კიდევ უფრო მეტ ადამიანს ექნება შესაძლებლობა რომ ისარგებლოს: არტერიული წნევის, ფარისებრი ჯირკვლის, ფილტვის, პარკისონსონის, ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატებით - ყველა ის დაავადება, რომლის გულისთვისაც ყოველდღიურად უხდებათ ადამიანებს მედიკამენტების შესყიდვა და ამით საკმაოდ დიდი დანახარჯების გაწევა", - განუცხადა ,,პირველს" აკაკი ზოიძემ.

მისივე თქმით, მთავრობას მოსახლეობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად კიდევ სხვა ნაბიჯებიც აქვს დაგეგმილი.

,,ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ინიციატივაა, მაგრამ ეს არის პირველი ნაბიჯი. კიდევ სხვა ნაბიჯებიც არის დაგეგმილი, რომლითაც არა მხოლოდ მოსახლეობის ამ ჯგუფებს, არამედ სხვებსაც გაუადვილდებათ ხელმისაწვდომობა მედიკამენტებზე და ასევე გაფართოვდება იმ მედიკამენტების ჩამონათვალი, რომელიც იქნება შეღავათიან ფასში ან სიმბოლურ ფასში, ხელმისაწვდომი ყველასთვის“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ინიციატივით, დღეიდან სოციალურად დაუცველ პირებთან ერთად, ყველა ჯგუფს, პენსიონერებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და სხვა ჯგუფებს 35 დასახელების მედიკამენტების შეძენა 1 ლარად შეეძლებათ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა