logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
კოტე იანტბელიძე: კითხვების დასმა იყო მისი მიდგომა, მისი მეთოდი. ამიტომ იმუშავა იაკობის სახელმძღვანელომ და ვერ იმუშავეს სხვებმა
კოტე იანტბელიძე: კითხვების დასმა იყო მისი მიდგომა, მისი მეთოდი. ამიტომ იმუშავა იაკობის სახელმძღვანელომ და ვერ იმუშავეს სხვებმა
18:47 16.07.2019
ქართული ლიტერატურის პედაგოგი, კოტე იანტბელიძე იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ სკოლებში დაბრუნების საკითხს ეხმაურება. სოციალურ ქსელში დაწერილ პოსტში, პედაგოგი განიხილავს იმ მიზეზებს, რის გამოც „დედა ენა“ ბავშვებმა შეიყვარეს. 

„მთელი დღეა, ,,დედა ენა" მესმის და ძლივს მოვიცალე, რომ დამეწერა ერთი-ორი სიტყვა.
ამ ორ სიტყვამდე, ასპირანტურაში დისერტაცია ვწერე ,,დედა ენაზე", წერა-კითხვის სწავლების მეთოდებზე და ზოგადად, სწავლების ქვეცნობიერ მეთოდებზე.
იმ პერიოდშივე შესწავლილი მაქვს ანბანის აბსოლუტურად ყველა სახელმძღვანელო, რაც კი გვქონია იაკობამდეც და მერეც.

რა გავიგე:
ჩვენ არ ვიცით, რა არის საკითხის ფუნდამენტური შესწავლა და ეს გვიქმნის ძალიან დიდ პრობლემებს გრძელვადიან პერსპექტივაში.
ეს ნამდვილად იცოდა იაკობმა.
ჩვენ არ ვიცით, რა იცოდა იაკობმა, რადგან როგორც გითხარით, არ ვიცით საკითხის ფუნდამენტური შესწავლა.

იაკობამდეც და მერეც იყო ბევრი ავტორი (ბოცვაძე, ბურჯანაძე, ისარლიშვილი, იოსელიანი და ა.შ.) და არც ერთ ავტორს იაკობივით არ გახსენებია, რომ მთელ ამ ამბებში მთავარი გმირი იყო ბავშვი! აი, როგორც ახლა ხდება: ვიღაცას იმიტომ მოსწონს, რომ გოგებაშვილის ჰქვია და გოგებაშვილზე კი ბევრი არც არაფერი იცის სინამდვილეში. ვიღაცას იმიტომ არ მოსწონს, რომ სხვას არ ჩაეთვალოს საქმეში. ობიექტურ, ალალ, საღი მიდგომის და ბავშვზე ორიენტირებული დამოკიდებულების ადამიანს იშვიათად შეხვდებით ამ ორომტრიალში.

,,იაკობის დედა ენა" ან ,,იაკობის მეთოდი" არის ძალიან ზოგადი ფორმულირება.
33-ჯერ გამოიცა და ყოველ წელს ცვლიდა, აუმჯობესებდა, ახალისებდა და აახლებდა სახელმძღვანელოს. აკითხებდა ბავშვებს და აზრს იგებდა, მათ შენიშვნებს ითვალისწინებდა ! საკუთარ იდეებს იწუნებდა, შემდეგ რაღაც ახალს გამოიკვლევდა და მიხვდებოდა, რომ ის დაწუნებული კარგი იდეა იყო და აბრუნებდა. ისევ ბავშვებს ეკითხებოდა.
სახელმძღვანელო ბევრჯერ შეცვალა და კიდევ რომ ეცოცხლა, კიდევ ბევრჯერ შეცვლიდა... უფრო სწორად, ყოველ წელს შეცვლიდა! დღემდე როგორი სახით მოიტანდა, კაცმა არ იცის. ჩვენც არ ვიცით, რადგან ჩვენ ხომ ფუნდამენტურად არაფერს ვსწავლობთ. აი, იაკობმა იცოდა, მაგრამ უკვდავი არ იყო სამწუხაროდ.

ხო, რაც შეეხება მეთოდს. იაკობის მეთოდი იყო ის, რომ ყველაფერი ძალიან ახლობელი, სახალისო და იოლი ყოფილიყო ბავშვისთვის. ბავშვი, ბავშვმა, ბავშვს, ბავშვის და ა.შ. ცენტრი იყო ბავშვი. მათ უნდა მოწონებოდათ, მათ უნდა დაედასტურებინათ... ანბანის გაცნობის რიგი ძალიან მაგარი რამე მოიფიქრა, რომელი ასო-ბგერის მერე რომელი უნდა ესწავლა ბავშვს. ეს რიგი დაცულია ახლანდელ სახელმძღვანელოებშიც. ,,აი ია" იყო გენიალური! როგორც ვთქვი, თავისი ძალიან მაგარი იდეების მიუხედავად, იაკობის მეთოდის ,,საიდუმლო ინგრედიენტი", რითიც სრულიად საქართველოს ბავშვებს ერთ მშვენიერ დღეს წერა-კითხვა ასწავლა, იყო - სწორება იმაზე თუ რა უნდა ბავშვს? რა აინტერესებს ბავშვს? რა ეხალისება ბავშვს? მისი იდეები პასუხები იყო სწორედ ამ კითხვებზე!

ანბანის სწავლების რიგიც, ,,აი ია", საწერი ბადე და სხვა უამრავი იდეა სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გაცემით მოიფიქრა. ამ კითხვების დასმა იყო მისი მიდგომა, მისი მეთოდი. ამიტომ იმუშავა იაკობის სახელმძღვანელომ და ვერ იმუშავეს სხვებმა. ამიტომ შეუყვარდათ ,,დედა ენა" და ვერ მიიღეს სხვა.
რომ შევაჯამოთ, აი, ასეთი სურათია:

გოგებაშვილის მეთოდი = მუდმივ განახლებას.
გოგებაშვილის მეთოდი = თბილისელი თუ რეგიონელი ბავშვების შენიშვნების, შთაბეჭდილებების, აზრების მოსმენა და გათვალისწინებას ყოველწლიურად. დიახ, ყოველწლიურად.
გოგებაშვილის მეთოდი = ბავშვისთვის გასაგებს.
გოგებაშვილის მეთოდი = ბავშვისთვის სახალისოს.
და ა.შ. პრინციპს და იაკობის მეთოდის ,,საიდუმლო ინგრედიენტს" ხომ მიხვდით?
ეხლა ეს ვთქვათ, ,,დედა ენა" რომელიც ახლა უნდა შევიდეს სკოლებში, ითვალისწინებს თუ არა იაკობის მეთოდის ძირითად პრინციპს?
წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, ვნახავ ამ წიგნს და ანალიზსაც დავდებ.
P.S. ისე, რას იტყვით, ძნელი ყოფილა გოგებაშვილობა? „ - წერს კოტე იანტბელიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სასწავლო წლიდან იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ სკოლებში ბრუნდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა