logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე: "EURAXESS“-ში საქართველოს გაწევრიანება ეს იქნება უზარმაზარი წინგადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ საქართველოში მეცნიერება დაუბრუნდეს იმ დონეს, რითაც ჩვენი თითოეული მოქალაქე ამაყობდა
მამუკა ბახტაძე: "EURAXESS“-ში საქართველოს გაწევრიანება ეს იქნება უზარმაზარი წინგადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ საქართველოში მეცნიერება დაუბრუნდეს იმ დონეს, რითაც ჩვენი თითოეული მოქალაქე ამაყობდა
18:00 16.07.2019
„EURAXESS“-ში საქართველოს გაწევრიანება ეს იქნება უზარმაზარი წინგადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ საქართველოში მეცნიერება დაუბრუნდეს იმ დონეს, რითაც ჩვენი თითოეული მოქალაქე ამაყობდა, - ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მამუკა ბახტაძემ ყურადღება გაამახვილა მეცნიერებაზე, როგორც ეროვნული იდეის - განათლების მეხუთე საფეხურზე და აღნიშნა, რომ “EURAXESS“-ი მეცნიერებათა საერთაშორისო მობილობისა და კარიერული განვითარების ხელშეწყობის პლატფორმაა.

„ეს არის მთავარი პლატფორმა ყველა ევროპული ქვეყნისთვის, სადაც ხდება მეცნიერების ხელშეწყობა და განვითარება. ევროკავშირის ქვეყნებთან ერთად აქ წარმოდგენილი არიან ისეთი მეცნიერულად და ტექნოლოგიურად განვითარებული ქვეყნები, როგორიც არის იაპონია, ისრაელი და სხვა. „EURAXESS“-ში საქართველოს გაწევრიანება ეს იქნება უზარმაზარი წინგადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ საქართველოში მეცნიერება დაუბრუნდეს იმ დონეს, რითაც ჩვენი თითოეული მოქალაქე ამაყობდა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ საქართველო ჩამოვაყალიბოთ განათლების ცენტრად. ამ პლატფორმაში გაწევრიანება ჩვენს მეცნიერებს საშუალებას მისცემს, ჩაერთონ დღეს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან პროექტებში. აქ საუბარია ძალიან ამბიციურ პროექტებზე, აქ საუბარია ისეთ პროექტებზე, რომელიც შეიძლება რეალურად 21-ე საუკუნეში გახდეს ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ნოვაციების წყარო“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დოკუმენტს ხელი სექტემბერში მოეწერება. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი სურვილია, პლატფორმაში ყველა ქართველი მეცნიერი, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა მეცნიერები აქტიურად იყვნენ ჩართული და ამ მიზნით ქართულ სამეცნიერო წრეებთან ინტენსიური კომუნიკაცია მიმდინარეობს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა