logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
თბილისის მერი „მრგვალი ბაღის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
თბილისის მერი „მრგვალი ბაღის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
16:21 13.07.2019
დედაქალაქის მერი, კახა კალაძე „მრგვალი ბაღის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასკვნით ეტაპს გაეცნო.

მისი თქმით, არაკეთილსინდისიერი კონტრაქტორი კომპანიის ჩანაცვლების შემდეგ, ბაღის რეაბილიტაცია შეფერხების გარეშე, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

„თქვენ იცით, რა პრობლემები იყო ამ პროექტთან დაკავშირებით. კომპანია, რომელსაც ხელშეკრულების თანახმად, უნდა განეხორციელებინა ბაღის რეაბილიტაცია, არაკეთილსინდისიერად მოიქცა. იმის გამო, რომ ჯეროვნად არ ასრულებდა თავის ვალდებულებას, ჩვენ კომპანიას შევუწყვიტეთ კონტრაქტი. ამის შემდეგ ძალიან სწრაფად შევარჩიეთ ახალი კომპანია, რომ რეაბილიტაცია დროულად ჩატარებულიყო. სარეაბილიტაციო სამუშაოები ძალიან მალე დასრულდება და აქ იქნება კეთილმოწყობილი და გამწვანებული სივრცე. მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოების ფარგლებში განხორციელდება ბაღში არსებული შადრევნის რეაბილიტაცია. ამ მიმართულებით მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის მადლობას ვუხდი ირაკლი ჟვანიას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რეაბილიტაციის ფარგლებში, „მრგვალი ბაღის“ ტერიტორიაზე, სრულად შეიცვალა გარე განათების სისტემა. მიწის ქვეშ მოექცა საკომუნიკაციო კაბელები, შადრევანს კი სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. შადრევნის გარშემო ტერიტორიაზე დრენაჟის ფუნქციის მქონე, ბუნებრივი ქვების კომპოზიტური საფარი მოეწყო.

რეაბილიტაციის ბოლო ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები, რომელიც დეკორატიული სანათებისა და საბაღე ავეჯის განთავსებას გულისხმობს, ერთ კვირაში დასრულდება.

თბილისის მერიის ცნობით, მრგვალი ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „გრინსერვის ჯგუფი“ ასრულებს. რაც შეეხება განათების სისტემის მოწესრიგებას, მას „თბილსერვის ჯგუფი“ უზრუნველყოფს.

ადგილზე დედაქალაქის მერთან ერთად იმყოფებოდნენ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი, გალაქტიონ ბუაძე და ვაკის რაიონის გამგებელი, ნოდარ ტურძელაძე.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა