ლენტეხის სოფლებში სტიქიის შედეგად გზები ჩაიკეტა
ლენტეხის სოფლებში სტიქიის შედეგად გზები ჩაიკეტა
14:19 13.07.2019
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელი ტვიბი გარესამყაროს მოწყვეტილია.
უამინდობის გამო გზაზე ვერ მოხერხდა აღდგენითი სამუშაოების დაწყება.

გადაადგილების პრობლემა მიმდებარე სოფლებშიც შეიქმნა.

სტიქიამ მოსახლობას სახნავ-სათესი სავარგულები დაუზიანა.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი, ბადრი ლიპარტელიანი აღნიშნავს რომ ჩაკეტილი გზები დღის ბოლომდე გაიხსნება.

"სამი ლოკაცია არის სადაც შეზღუდულია მოძრაობა. ტვიბში სრულად შეზღუდულია მოძრაობა.სავარაუდოდ, ამაღამ მანქანით გასასვლელები უნდა აღდგეს. მოსახლეობას სათესე სავარგულები დაუზიანა სეტყვამ და ძლიერმა ქარმა.

გზები მთლიანად გაფუჭებულია და აღსადგენია. ამ ეტაპზე, ჩვენი მთავარი ამოცანაა ეს სამი ლოკაცია გავათავისუფლოთ და მოძრაობა აღვადგინოთ" - განაცხადა ლენტეხის მერმა.
ბეჭდვა