ვაკის რაიონში სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ვაკის რაიონში სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს
16:26 11.07.2019
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამჟამად, სტადიონების განახლება ვაჟა-ფშაველას პირველ კვარტლის III კორპუსის მიმდებარედ და წყნეთში, ამილახვრის N21-ში დაიწყო.

დემონტაჟის შემდეგ მოედნებზე დამონტაჟდება კონსტრუქციები, გაიჭიმება ახალი ბადეები და დაიგება საფარი.

ვაჟა-ფშაველას პირველ კვარტალში კეთილმოეწყობა საკალათბურთო მოედანი, სადაც მაყურებელთა ტრიბუნებიც განახლდება, წყნეთში კი კომბინირებული მოედანი რეაბილიტირდება.

სულ, ამ ეტაპზე ოთხი მოედნის მოწყობა-რეაბილიტაციაა დაგეგმილი - ორ მისამართზე ახალი სტადიონები მოეწყობა, ორ ადგილზე კი არსებულის რეაბილიტაცია განხორციელდება.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია - შპს „ინტერტექნოლოგი“ ასრულებს.


ბეჭდვა