logo2
logo2
logo2
არქივი
« თებერვალი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29
logo2
logo2
თბილისში ქვევრის ღვინის მესამე საერთაშორისო კონკურსის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
თბილისში ქვევრის ღვინის მესამე საერთაშორისო კონკურსის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
12:03 06.07.2019
ქვევრის ღვინის მესამე საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულებს დაჯილდოების ცერემონიაზე 29 ღვინოს ოქროს, 175-ს ვერცხლის და 76-ს ბრინჯაოს დიპლომები გადაეცათ.

კონკურსი ასოციაცია „ქართული ღვინოს“, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, უკვე მესამედ ჩატარდა.
კონკურსის მიზანი მსოფლიოსთვის საუკეთესო ქვევრის ღვინოების წარდგენა და ქვევრის ღვინის წარმოებისა და მოხმარების ხელშეწყობაა.

ღონისძიების სტუმრებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი, ასოციაცია „ქართული ღვინოს“ აღმასრულებელი დირექტორი თინათინ კეზელი და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა მიესალმნენ.

„ქვევრის ღვინო არის უნიკალური პროდუქტი, რომლის პოპულარიზაცია როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ბაზრებზე, არის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტული მიმართულება საქართველოსთვის. დღეისათვის ქართული ღვინის საექსპორტო ბაზარი 50-ზე მეტი ქვეყენაა და ჩვენ მოხარული ვართ, რომ ქვევრის ღვინო ხარისხობროვად უმჯობესდება და სულ უფრო და უფრო მეტი კომპანია აწარმოებს მას. საქართველოში იწარმოება მაღალი ხარისხის ღვინო, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქართული ღვინის წარმომადგენლობას საერთაშორისო ბაზრებზე“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა.

კონკურსი 21-22 ივნისს გაიმართა და მასში ღვინის 320 ნიმუში 120-მა კომპანიამ წარადგინა. ის ღვინოები, რომლებაც კონკურსში ოქროს დიპლომები მიიღო, მიმდინარე წლის შემოდგომაზე წარდგენილი იქნება აშშ-ში, ქალაქ ბოსტონში დაგეგმილ „ქართული ღვინის ფორუმზე“.

კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე, საქართველოს დამსახურებული მეღვინე გიორგი დაქიშვილი იყო, ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, ღვინის მაგისტრი ლიზა გრანიკი (აშშ), ასევე ღვინის ექსპერტები გეორგ ბინდერი (გერმანია), მაგდა სურგულაძე, ვლადიმერ კუბლაშვილი, ვანო შიუკაშვილი და ირმა ჭანტურია.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა