logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
ქართული ხორბლის ენდემური სახეობების  გამრავლებისა და წარმოებაში დაბრუნების საკითხები სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს
ქართული ხორბლის ენდემური სახეობების გამრავლებისა და წარმოებაში დაბრუნების საკითხები სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს
11:18 06.07.2019
„ქართული ხორბლის კულტურის (ხორბლის ენდემური სახეობებისა და ხალხური სელექციით მიღებული ჯიშები საქართველოში)“ იუნესკო-ს არამატერიალური მემკვიდრეობის „მსოფლიო გადაუდებელი დაცვის საჭიროების მქონე ნუსხაში“ შეტანისთვის გარკვეული მოთხოვნების შესრულების საკითხები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა და ქართული ხორბლის მწარმოებელთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ, ლალი მესხმა სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება დარგის ექსპერტებით, სახელმწიფო უწყებებისა და ხორბლის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლებისგან შემდგარი ქართული ხორბლის ენდემური ჯიშების დაცვის სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, რათა ქართულმა ხორბალმა მსოფლიოში დამსახურებული აღიარება მოიპოვოს.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ შეხვედრაზე აღნიშნა, ქართული სახეობებისა და ენდემური ჯიშების გამრავლება-გამოყენების ხელშეწყობა სამინისტროსთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.

„ქართულ ენდემურ ჯიშებს უნიკალური თვისებები ახასიათებს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ ენდემური სახეობების, სუფთა ჯიშის სათესლე მასალის წარმოებას და კერძო სექტორში გავრცელებას. ეს ხელს შეუწყობს როგორც ენდემური ჯიშების გამრავლებას, პოპულარიზაციას და წარმოებაში დაბრუნებას, ასევე პურის ცხობის ტრადიციების და წეს-ჩვეულებების აღდგენას, რაც ქვეყანაში აგროტურიზმს განავითარებს“, - აღნიშნა ხატია წილოსანმა.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ქართული ხორბლის ენდემური სახეობების სათესლე მეურნეობების შექმნის, გავრცელებისა და კომერციალიზაციის საკითხებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე, ნოდარ ხატიაშვილი ესწრებოდა.

2018 წლის სექტემბერში, „ქართული ხორბლის კულტურას (ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები)“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა და არამატერიალური მემკვიდრეობის სახელმწიფო რეესტრში იქნა შეტანილი. 2019 წლის 25 მარტს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ქართული ხორბლის კულტურას ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა.

„ქართული ხორბლის კულტურას (ხორბლის ენდემური სახეობებისა და ხალხური სელექციით მიღებული ჯიშები საქართველოში“) სახელმწიფო იუნესკო-ს არამატერიალური მემკვიდრეობის „მსოფლიო გადაუდებელი დაცვის საჭიროების მქონე ნუსხაში“ წარადგენს.
საქართველოში დაფიქსირებულია ხორბლის 14 სახეობა და 188 სახესხვაობა, რაც ასეთი მცირე ფართობის მქონე ქვეყნისთვის უჩვეულო რაოდენობაა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის