logo2
logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
პარლამენტის სტაჟიორებს სერტიფიკატები გადაეცათ
პარლამენტის სტაჟიორებს სერტიფიკატები გადაეცათ
17:21 05.07.2019
საქართველოს პარლამენტის აპარატში ექვსთვიანი სტაჟირების შემდეგ, ორ ყველაზე წარმატებულ ახალგაზრდას პარლამენტი შრომით ხელშეკრულებას გაუფორმებს.

შესარჩევი კონკურსის შედეგად შერჩეულმა 26-მა ახალგაზრდამ პარლამენტში სტაჟირების განახლებული ექვსთვიანი პროგრამა წარმატებით დაასრულა.

სტაჟირების განახლებული ექვსკვირიანი პროგრამა მოიცავს: ხუთკვირიან სასწავლო საბაზისო პროგრამას, შუალედური ტესტირებას, პარლამენტის აპარატის სტრუქტურებში პრაქტიკული პროგრამას, მენტორების შეფასებებს, პრეზენტაციებს, პროექტებში მონაწილეობას და ბოლოს დასკვნითი ტესტირებას.

ახალგაზრდებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და სტაჟირების წარმატებით დასრულება მიულოცა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ. მან ახალგაზრდებთან ურთიერთობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და პარლამენტში სტაჟირების პროცესის შესახებ ისაუბრა, რომელმაც ახალგაზრდებს მრავალმხრივი გამოცდილება შესძინა.

გიორგი ვოლსკიმ ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა და განაცხადა, რომ საკადრო ბანკი, რომლის შექმნაც იგეგმება, ახალგაზრდების შესაძლებლობების რეალიზებას შეუწყობს ხელს.

სტაჟიორებს მიმართა პარლამენტის აპარატის უფროსმა გივი მიქანაძემ: „ექვსი თვის თავზე ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები და იმის მტკიცებულება, რომ თქვენ ღირსეულად დაძლიეთ ეს ძალიან რთული, მაგრამ საინტერესო და ძალიან ბევრის მომცემი სტაჟირების პროცესი“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

მისი თქმით, გასული წლის ოქტომბრიდან სტაჟირების პროგრამის გაუმჯობესებისთვის არაერთი ნაბიჯი გადაიდგა. გივი მიქანაძის განცხადებით ეს პირველი ჯგუფია, რომლებმაც სრულყოფილი სტაჟირების პროცესი გაიარეს პარლამენტის აპარატში. აპარატის უფროსმა აღნიშნა, რომ მათ ყველა ის სიძნელე გადალახეს გამოცდებით, მენტორინგის შესაბამისი ანგარიშების ჩაბარებით, რამაც იდეალური შედეგი გამოიღო.

„ამაში, თქვენი, სტაჟირების წარმატებით დამთავრებულთა ძალიან დიდი ხვედრითი წილია და ის დამოკიდებულება და პასუხისმგებლობა, რომლითაც თქვენ პირველივე დღიდან გაითავისეთ ეს მნიშვნელოვანი პროცესი და აქტიურად ჩაერთეთ ამ პროცესში. ამისთვის მე მსურს მადლობა გითხრათ პირადად იმიტომ, რომ ის მიზანი, ის გათვლა, რომ ამ სტაჟირების პროცესს ხარისხზე ორიენტაცია უნდა ჰქონოდა, თქვენ დაამტკიცეთ, რომ შესაძლებელია“, - მიმართა გივი მიქანაძემ ახალგაზრდებს.

პარლამენტის აპარატის უფროსმა მადლობა გადაუხადა პარლამენტის წევრებს და აპარატის იმ თანამშრომლებს, რომლებიც სტაჟირების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული და ხელს უწყობდნენ ახალგაზრდების უნარების განვითარებას და დამატებითი ცოდნის შეძენის შესაძლებლობას.

„მე მინდა განსაკუთრებული მადლობა ორ ადამიანს გადავუხადო - ბატონ ირაკლი კობახიძეს და ბატონ არჩილ თალაკვაძეს. ეს პროცესი ბატონ ირაკლი კობახიძის თავმჯდომარეობის დროს დაიწყო, მისი ხელშეწყობით და მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა, რომ ჩვენ ამგვარი რთული, მაგრამ ხარისხზე ორიენტირებული სტაჟირების პროცესი შემოგვეღო. რომლის დასრულების ეტაპი უნდა ყოფილიყო ორი საუკეთესო შედეგის მქონე ახალგაზრდის ერთი წლით პარლამენტში დატოვება და იმ სტრუქტურებში მუშაობის გაგრძელება, სადაც მათ სტაჟირება გაიარეს“, - განაცხადა გივი მიქანაძემ. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სტაჟირების პროგრამას ასევე დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა პარლამენტის ახალარჩეულმა თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, რაც ახალგაზრდებთან არაფორმალურ გარემოში გამართული შეხვედრითაც გამოიხატა, სადაც სწორედ ამ პროცესის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

პარლამენტის აპარატის უფროსმა წარმატებები უსურვა სტაჟიორების ახალი ნაკადის 15 ახალგაზრდას, რომლებიც 8 ივლისიდან იწყებენ სტაჟირებას პარლამენტში.

გივი მიქანაძის განაცხადებით, სამომავლოდ პარლამენტში შეიქმნება სტაჟირების კურსდამთავრებულთა საზოგადოება, რომელშიც გაწევრიანდება სტაჟირება გავლილი ყველა ახალგაზრდა. პარლამენტის ხელმძღვანელობა, მათ, შესაბამისი რეკომენდაციით, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში გამოცხადებული კონკურსების დროს მაქსიმალურ მხარდაჭერას გაუწევს.

ადამიანური რესურსებისა და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტის უფროსის, მარინე ასათიანის თქმით, პარლამენტში სტაჟირებისა და პრაქტიკის ინსტიტუტი ორ ათეულ წელზე მეტს ითვლის.

„აღსანიშნავია, რომ სტაჟირების ასეთი წარმატებული და ნაყოფიერი პროცესი, როგორიც ახლაა, ფაქტობრივად, არ ყოფილა“,- განაცხადა მარინე ასათიანმა.

ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში სტაჟირების წარმატებით გავლისთვის ახალგაზრდებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა