logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
მარიამ ჯაში: მიუხედავად უდიდესი წინააღმდეგობისა, მთავრობის თანადგომით, აფხაზეთში მცხოვრები აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობენ
მარიამ ჯაში: მიუხედავად უდიდესი წინააღმდეგობისა, მთავრობის თანადგომით, აფხაზეთში მცხოვრები აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობენ
19:39 02.07.2019
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის მინისტრთან, როლანდ ნიჟარაძესთან და მინისტრის მოადგილესთან, ირმა კეკელიძესთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

მარიამ ჯაშის განცხადებით, აფხაზეთის თემა, რომელიც თითოეული ქართველისთვის მტკივნეულია, უნდა გახდეს ყველა მიმართულებით პრიორიტეტული. ამდენად, აფხაზეთის მთავრობასთან, კერძოდ, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობას იგი უაღრესად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. მისი ინფორმაციით, შარშან კომიტეტის მხარდაჭერით აფხაზეთის მთავრობაში მოქმედ 4 კულტურულ დაწესებულებას 2019 წლის ბიუჯეტში დაფინანსება გაეზარდა.

„მართალია, ეს იყო მინიმალური ცვლილება, საერთო ჯამში, 200 000 ლარის ოდენობით, მაგრამ ეს იყო პირველი ნაბიჯი, რომ ხაზი გაგვესვა, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის აფხაზეთის თემა და ჩვენი დევნილების თანადგომა როგორც განათლების, ასევე კულტურული ღონისძიებების სახით“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მისი განცხადებით, პირველი და უმთავრესი სიახლე არის ის, რომ მიუხედავად უდიდესი წინააღმდეგობებისა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან აბიტურიენტების დიდმა უმრავლესობამ მთავრობის ძალისხმევით შეძლო გამყოფ ხაზზე გადმოსვლა და ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღება.

„მადლობას ვუხდი, როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, ქეთევან ციხელაშვილს, ასევე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების უწყებას, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძელით ახალგაზრდების მხარდაჭერა. მივესალმებით სამშვიდობო ინიციატივას, რომელიც უფრო მეტ შესაძლებლობას ხსნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ლეგალურად მცხოვრები მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისთვის. ვფიქრობ, განათლების დიპლომატია კიდევ უფრო მეტ კარს გახსნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოსახლეობისთვის, რომ ჩვენი საბოლოო მიზნისკენ სვლის გზაზე სახალხო დიპლომატია გავაძლიეროთ. საბოლოო მიზანი კი, ბუნებრივია, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს მომავალ გეგმებზე. მარიამ ჯაშის განცხადებით, კომიტეტი აქტიურ თანამშრომლობას გააგრძელებს აფხაზეთის ქოლგის ქვეს მოქმედ როგორც საგანმანათლებლო, ასევე კულტურულ დაწესებულებებთან.

ამასთანავე, ერთობლივად განიხილავენ იმ ბარიერებს, რომელიც რჩება როგორც დაფინანსების, ასევე შინაარსობრივად, პროგრამების მოცულობის კუთხით.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა