ზაზა გაბუნია თემქაზე სკოლის მოსწავლეებს და მასწავლებლებს შეხვდა
ზაზა გაბუნია თემქაზე სკოლის მოსწავლეებს და მასწავლებლებს შეხვდა
18:28 01.07.2019
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია, თემქაზე 142 სკოლას ესტუმრა, სადაც სკოლის სარემონტო სამუშაოებს გაეცნო და გამოსაშვებ ღონისძიებას დაესწრო.

ღონისძიებაზე მან ახალგაზრდებს მიმართა და განაცხადა, რომ მოსწავლებმა შესანიშნავად წარმოაჩინეს, თუ რა არის პატრიოტიზმი.

"მე მინდა მივესალმო ამ არაჩვეულებრივ ახალგაზრდებს, საოცრად ნიჭიერებს და ლაღებს. მე ვფიქრობ, რომ თქვენ შესანიშანავად აჩვენეთ არამხოლოდ ლიტერატურის ცოდნა, არამედ ისიც თუ რა არის პატრიოტიზმი, როგორ უნდა ვიქცეოდეთ ჩვენ როგორც მოქალაქეები და ამ ქვეყნის შვილები.

შესანიშნავი ახალი თაობა გვყავს და მე მინდა ამ სკოლას, მის დირექტორს, ყველა პედადოგს და რაც მთავარია მშობლებს დავუდასტურო ჩემი კეთილგანწყობა", - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
ბეჭდვა