logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოაციაციის განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოაციაციის განცხადებას ავრცელებს
17:13 01.07.2019
2019 წლის 1 იანვრიდან ავტომობილების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება გახდა საყოველთაო. იმისთვის, რომ ინსპექტირების პროცესი გამხდარიყო გეოგრაფიულად ყველასთვის ხელმისაწვდომი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა, რომელშიც გაიმარჯვა კომპანია გრინვეიმ. ინსპექტირების ხაზების გეოგრაფიული განაწილების მიხედვით კომპანიას უნდა უზრუნველყო მთიანი რეგიონების სამი მოძრავი (მობილური) ხაზით მომსახურება. მოძრავი ხაზების სამოქმედო არეალად რეკომენდაციის შესაბამისად განსაზღვრული იყო შემდეგი მუნიციპალიტეტები : ქედა, შუახევი, ხულო, ადიგენი, ასპინძა ყაზბეგი, თიანეთი, მესტია, ცაგერი, მარტვილი, ლენტეხი, სადაც მოსახლეობა 155 ათასს აჭარბებს.

დღეს შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მობილური ხაზები გვხვდება არა მთიან მუნიციპალიტეტებში, არამედ ბათუმის, ზუგდიდის , მარტვილის , ახალციხის ქალაქების ცენტრებში, რის გამოც მთიანი რეგიონის მოსახლეობა დარჩენილია მომსახურების გარეშე. შესაბამისად არ სრულდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაპირება ხელმისაწვდომობის შესახებ.

აღნიშნული მიზეზის გამო, ინსპექტირებისთვის მძღოლებს დამატებით უწევთ მრავალი კილომეტრის გავლა, რაც დაკავშირებულია არასაჭირო ეკონომიკურ დანახარჯებთან. პრობლემა კიდევ უფრო მწვავდება ავტომობილების დახარვეზების შემთხვევაში. ასეთ ვითარებაში, მძღოლი ჯერ ახორციელებს პირველ ვიზიტს ცენტრში, დახარვეზებისას ბრუნდება მთიან რაიონში, შემდეგ ერთი თვის განმავლობაში განმეორებით ჩამოდის ქალაქის ცენტრში და კვლავ ბრუნდება რაიონში. მათთვის ინსპექტირების ღირებულება 60 ლარი, უსამართლო სქემის გამო ორმაგდება ან სამმაგდება, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ასოციაციას ხშირად მომართავენ ამ ფაქტით შეწუხებული, როგორც მძღოლები, ასევე ადგილობრივი ინსპექტირების ცენტრები.

დიდი ალბათობით იკვეთება მიკერძოებული და არაკეთილსინდისიერი ქმედება ინსპექტირების ბიზნესში, რისი დასტურიცაა კომპანია „გრინვეის“ მიერ მობილური ხაზების განზრახ განთავსება უკვე არსებული ინსპექტირების ცენტრების სიახლოვეს. ვიღებთ სურათს, რომ ერთ დასახლებაში (ხშირად გზის ერთ მონაკვეთზეც კი) გვხვდება 2 ინსპექტირების ცენტრი (ადგილობრივი და მობილური), რაც ქმნის არაჯანსაღ ბიზნესგარემოს, ხოლო არაერთი მუნიციპალიტეტის მოსახლეობა რჩება მომსახურების გარეშე. ასეთ ფონზე, უსამართლო იქნება მძღოლების დაჯარიმება ინსპექტირების არგავლის მიზეზით, რითაც ხელი ეშლება კანონის აღსრულებას.

მივმართავთ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს რეკომენდაციით, რომ რეგლამენტით მკაცრად განისაზღვროს მოძრავი ხაზების დანიშნულება, სამოქმედო არეალი და გადაადგილების დროში გაწერილი გრაფიკი, რომელიც მთლიანად ორიენტირებული იქნება მთიანი რეგიონის მომსახურებაზე. სხვა შემთხვევაში აღნიშნული პრობლემა დარტყმის ქვეშ აყენებს მთლიანად ტექნიკური ინსპექტირების მნიშვნელოვან რეფორმას.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის