logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
მიხეილ ბატიაშვილმა და ბელორუსიის განათლების მინისტრმა მომავალ თანამშრომლობაზე ისაუბრეს
მიხეილ ბატიაშვილმა და ბელორუსიის განათლების მინისტრმა მომავალ თანამშრომლობაზე ისაუბრეს
12:53 27.06.2019
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკის დედაქალაქ მინსკში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ბატიაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა ბელარუსის რესპუბლიკის განათლების მინისტრთან იგორ კარპენკოსთან, რომლის დროსაც საუბარი შეეხო განათლების სფეროში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს. იგორ კარპენკომ მიხეილ ბატიაშვილს ბელარუსის განათლების სისტემა გააცნო და პროფესიული განათლების მიმართულებით, ბელარუსის გამოცდილების გაზიარება შესთავზა. თავის მხრივ, მიხეილ ბატიაშვილმა ბელარუსელ კოლეგას საქართველოს განათლების კომპლექსური რეფორმის დეტალები და სამომავლო გეგმები გააცნო.

„საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის განათლებისა და სპორტის სფეროში ძალიან მჭიდრო ურთიერთობები არსებობდა და ასე იქნება მომავალშიც. ერასმუს პლიუსის პროგრამაში საქართველო ერთ-ერთ ლოდერად ითვლება. რამდენიმე დღის წინ თბილისში იმყოფებიდა ევროკომისარი განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხებში ტიბორ ნავრაჩიჩი, რომელმაც საქართველო შეაფასა, როგორც ერთ-ერთ მოწინავე ქვეყნად აღნიშნულ პროგრამაში. ერთობლივ პროექტებს თქვენთან ერთად მომავალში აუცილებლად განვახორციელებთ. საქართველოში ამ ეტაპზე მიმდინარეობს განათლების კომპლექსური რეფორმა, რომელსაც მხარს უჭერს მთავრობა და პრემიერის გადაწყვეტილებით ბიუჯეტის დაახლოებით 25 % განათლების სფეროს განვითარებაზე დაიხარჯება. რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, ჩვენ გავხდით ენქას წევრი, რაც გულისხმობს იმას რომ ქართული უმაღლესი სასწავლებლების მიერ გაცემულ დიპლომებს ევროკავშირი აღიარებს. პროფესიული განათლების მიმართულებითაც წინსვლა გვაქვს" - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა ბელარუსელ კოლეგასთან შეხვედრის დროს.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენი შეხვედრა შედგა. მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური ცვლილებების ფონზე ორმაგად სასიხარულოა, რომ ჩვენი ქვეყნები მჭიდროდ თანამშრომლობენ, განსაკუთრებით განათლების სფეროში. ჩვენ პროფესიული განათლების კუთხით დიდი გამოცდილება გვაქვს, განსაკუთრებით IT-ტექნოლოგიებისა და მანქანათმშენებლობის სფეროში. გვაქვს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სპეციალური პროფესიული კოლეჯები, სადაც ეუფლებიან პრაქტიკაზე დაფუძნებულ ცოდნას. პროფესიას. თქვენი სურვილის შემთხვევაში ამ მიმართულებით შეგვიძლია გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება და განვახორციელოთ ერთობლივი პროექტები. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანი იქნება თქვენი გამოცდილების გაზიარებაც“ - განაცხადა ბელარუსის რესპუბლიკის განათლების მინისტრმა იგორ კარპენკომ.

საქართველოსა და ბელარუსის რეპუბლიკის განათლების მინისტრებს შორის შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო მინსკში მიმდინარე მეორე ევროპულ თამაშებს, რომელშიც ქართველი სპორტსმენები წარმატებულად ასპარეზობენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის