რუსთაველზე დაშავებული პოლიციელის მეუღლე ნიკა გვარამიას: სიმართლის და ღმერთის გეშინოდეს
რუსთაველზე დაშავებული პოლიციელის მეუღლე ნიკა გვარამიას: სიმართლის და ღმერთის გეშინოდეს
20:47 26.06.2019
რუსთაველის გამზირზე დაშავებული პოლიციელის მეუღლე, თამარ ქობალია სოციალური ქსელის მეშვეობით ნიკა გვარამიას მიმართავს:

„მივმართავ ნიკა გვარამიას! ნიკა გვარამია ჩემი მეუღე დიახაც რომ აფხაზეთიდან არის. ოჯახი დევნილია, რომელმაც ყველაფერი დაკარგა და ცხოვრება ხელმეორედ დაიწყო.

გია უწესიერესი ადამიანია, ის 2005 წლიდან ქვეყნის სამსახურშია. იბრძოდა სამაჩაბლოში და ყველგან, სადაც სამშობლოს დასჭირდებოდა. ის გულანთებული პატრიოტია.

აქციის დროს თვალი დაუზიანდა და მხედველობა თითქმის დაკარგა. გაუკეთდა ოპერაცია. დღეს, მინისტრის ბრძანებით, გია თურქეთში, ქალაქ სტამბოლში წაიყვანეს, რათა მხედველობა შეუნარჩუნდეს. იმის მიუხედავად, რომ ჩვენს გვერდით დადგეთ და დაიცვათ ჩვენი უფლებები, ურცხვად გვდებთ ბრალს, რომ გია ანტალიაში წავიდა დასასვენებლად..

სიმართლის და ღმერთის გეშინოდეთ!

სირცხვილი ნიკა გვარამია!!!

ახლა კი ვდებ ბილეთებს, იმის დასტურად, რომ გია ნამდვილად სტამბოლში მიემზგავრება.

ამ მძიმე დღეებში ვცდილობდი არ დავცემულვიყავი, თქვენ, პატივცემულო გვარამიავ, ეს შეძელით!!!:-წერს თამარ ქობალია.

ბეჭდვა