logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადაეცათ
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადაეცათ
18:07 26.06.2019
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 235 თანამშრომელი და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ. ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა.

20-21 ივნისს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და ღირსეული სამსახურისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პერსონალს მადლობის სიგელები დედაქალაქის მერის სახელით, თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ გადასცა. მათ მუნიციპალიტეტის მერიისგან ასევე, ფულადი ჯილდო გადაეცემათ.

„დღეს მქონდა პატივი, პირადად გადამეხადა მადლობა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლებისთვის იმ სამუშაოსა და სამსახურისთვის, რომელიც მათ 20-21 ივნისის განმავლობაში, მოქალაქეებს გაუწიეს. ასევე, იმ სამსახურისთვის, რომლითაც მათ წვლილი შეიტანეს ბევრის სიცოცხლის გადარჩენის საქმეში. ამ ადამიანების ღვაწლი და დამსახურება ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებაში საკმაოდ დიდია არა მარტო ამ ორი დღის განმავლობაში, არამედ ყოველდღიურ რეჟიმში. ეს ადამიანები ემსახურებიან ჩვენს მოქალაქეებს, რისთვისაც მათ მუნიციპალიტეტის სახელით, დიდი მადლობა გადავუხადეთ. თითოეულ თანამშრომელს დედაქალაქის მერისა და მთავრობის სახელით მადლობის სიგელები და ასევე, ფულადი ჯილდოები გადაეცემა. ამ ადამიანების სამსახური ჩვენი დედაქალაქის მოსახლეობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. დედაქალაქის მერია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა ჩვენი მოქალაქეების მომსახურება უკეთეს პირობებში შეძლონ“, - განაცხადა ხმალაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ღირსების მედლით დააჯილდოვა ჯანდაცვის სფეროს რამდენიმე წარმომადგენელი, რომლებმაც 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე დაშავებულ ადამიანებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

ღირსების მედალი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და ღირსეული სამსახურისთვის საქართველოს პრეზიდენტმა „რეგიონული ჰოსპიტალის“ ქირურგ-ოფთალმოლოგ რევაზ ომიაძეს, „ნიუ ჰოსპიტალსის“ ქირურგ-ოფთალმოლოგ მარიამ გოლოვაჩოვას, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორ მაკა გვარამიასა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილეს, სოლომონ როსტომაშვილს გადასცა.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა