logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
ირაკლი პეტრიაშვილი შვეიცარიაში შრომის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს
ირაკლი პეტრიაშვილი შვეიცარიაში შრომის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს
16:01 19.06.2019
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე შვეიცარიაში, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, შრომის საერთაშორისო კონფერენციის 108-ე სესიაში მონაწილეობს.

ყოველწლიურ, გლობალური მნიშვნელობის შეხვედრას, წელს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რადგან შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 100 წლის იუბილეს ეძღვნება. ჟენევაში საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე სახელმწიფო დელეგაციის წევრის რანგში იმყოფება და გლობალური მნიშვნელობის შეხვედრაში, საქართველოს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის- პარტნიორის სტატუსით მონაწილეობს. პეტრიაშვილმა კონფერენციის დამსწრე საზოგადოებას სიტყვით პლენარულ სესიაზე სწორედ იმ ტრიბუნიდან მიმართა, საიდანაც გასულ კვირას განცხადებები საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა. აღსანიშნავია, რომ ირაკლი პეტრიაშვილი უარყოფითად აფასებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაში ვიზიტისას გაჟღერებულ ინიციატივებს, რაშიც პეტრიაშვილის განცხადებით - ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის და ჯანმრთელობის და საგარეო საქმეთა სამინისტროების “დამსახურება”აშკარად თვალშისაცემი და ქვეყნის იმიჯისთვის დამაზიანებელია. აღნიშნული საკითხის ანალიზს იგი საზოგადოებას ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ შესთავაზებს.

მანამდე კი ირაკლი პეტრიაშვილმა საკუთარ გამოსვლაში აღნიშნა, რომ 21 საუკუნემ მსოფლიო თანამეგობრობა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა, როგორიცაა მასიური შრომითი მიგრაცია, რობოტიზაცია და დიგიტალიზაცია, დემოკრატიის გლობალური კრიზისი, შეიარაღებული კონფლიქტები და ავტორიტარული რეჟიმების არსებობა. ირაკლი პეტრიაშვილის აზრით, შექმნილი მდგომარეობიდან ადეკვატური გამოსავლის მოძიების მიზნით მსფლიო პროფკავშირულმა მოძრაობამ სოციალურ პარტნიორებს, ქვეყანათა მთავრობებს და ფართო საზოგადოებას უნდა შესთავაზოს ახალი ორიენტირები და მიდგომები. ამ მიზნით მისი განცხადებით, უკვე არსებობს ეფექტური ინსტრუმენტი როგორიცაა შსო-ს გენერალური დირექტორის გაი რაიდერის "შრომის მომავლის ინიციატივა", ისევე როგორც "შრომის მომავლის გლობალური კომისიის" შესაბამის დასკვნა, რომელიც განსაზღვრავს სოციალურ სფეროში მომავალი თანამშრომლობის ყველაზე მნიშვნელოვან ორიენტირებს და მიმართულებებს.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, ის უდიდესი გამოწვევა რომელიც განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს დღითიდღე და მოითხოვს დაუყოვნებლივ რეაგირებას - საუბარია ეკოლოგიურ გამოწვევებზე და გარემოს დაცვის საკითხებზე. აღსანიშნავია, რომ გაეროს და შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუტების კომპეტენტურმა ექსპერტებმა მოამზადეს დასკვნები, რომელთა თანახმადაც საერთაშორისო საზოგადოების უმოქმედობის პირობებში და გლობალური მასშტაბის მოქმედებების გარეშე მხოლოდ 11 წელია დარჩენილი იმ მომენტამდე, როდესაც დაიწყება გამოუსწორებელი პროცესები.

კონფერენციის ფარგლებში ირაკლი პეტრიაშვილს დაგეგმილი აქვს არაერთი ჯგუფური და პირისპირ შეხვედრა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის და სხადასხვა ქვეყნის შრომის სფეროს წარმომადგენლებთან. ირაკლი პეტრიაშვილს, როგორც პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს პრეზიდენტს შეხვედრები აქვს, როგორც შრომის სფეროს ასევე ბიზნესის და სხვა ქვეყნის მთავრობების წარმომადგენლებთან.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება - ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი აპოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც დასაქმებულთა უფლებებს იცავს. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ითვლის 150 000მდე წევრს. მისი წევრია 21 დარგობრივი პროფესიული კავშირი და 3 ტერიტორიული პროფკავშირული ორგანიზაცია: საქართველოს პროფესიული კავშირების აჭარისა და აფხაზეთის რესპუბლიკური გაერთიანებები, ცხინვალის სამხარეო პროფკავშირის ცენტრი. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება არის პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის (ITUC) და პან ევროპული რეგიონული საბჭოს (PERK) დამფუძნებელი და წევრი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა