სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ბენეფიციარები ონლაინ პლატფორმის AgroNet შესაძლებლობებს გაეცნენ
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ბენეფიციარები ონლაინ პლატფორმის AgroNet შესაძლებლობებს გაეცნენ
15:04 19.06.2019
დაინტერესებული მხარეებისთვის შეხვედრა პროექტის „სავაჭრო შესაძლებლობების პილოტირება სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ინოვაციური ონლაინ პლატფორმის შექმნით - AgroNet” ფარგლებში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ორგანიზებით და ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით გაიმართა.

პროექტის მიზანია სოფლის მეურნეობასა და მასთან დაკავშირებულ სფეროებში სავაჭრო შესაძლებლობების გაძლიერება და მოდერნიზება თანამედროვე ინოვაციური ონლაინ პლატფორმის AgroNet შექმნითა და პილოტირების გზით.

პროექტის განმახორციელებლები არიან საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) და მისი პარტნიორი ორგანიზაციები: ელვა საზოგადოებრივი ჩართულობა (ELVA), ვარნას ეკონომიკური განვითარების სააგენტო (VEDA) და სმარტ განვითარების ცენტრი (SMART). პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
შეხვედრის ფარგლებში გაფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს საზოგადოებრივ ინსტიტუტსა და ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს შორის, რაც ხელს შეუწყობს კერძო სექტორის ჩართულობას პროექტით გათვალისწინებულ აქტივობებში.

ბეჭდვა