logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
მამუკა მდინარაძე: სამშენებლო წესების დარღვევისთვის ნებისმიერი ადამიანი მკაცრად უნდა დაისაჯოს, რადგან ქალაქში ქაოტური განაშენიანება ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს
მამუკა მდინარაძე: სამშენებლო წესების დარღვევისთვის ნებისმიერი ადამიანი მკაცრად უნდა დაისაჯოს, რადგან ქალაქში ქაოტური განაშენიანება ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს
14:40 19.06.2019
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პირს სამშენებლო ნორმების არსებითად დარღვევისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება.

როგორც საქართველოს პირველ არხს მდინარაძემ განუცხადა, სამშენებლო ნორმებთან დაკავშირებით პარლამენტში ახალი საკანონმდებლო ცვლილებები მიმდინარე კვირაში დარეგისტრირდება.

დეპუტატის თქმით, ახალი რეგულაციები პრევენციული ხასიათის იქნება, რაც თბილისში ქაოტური მშენებლობის დასრულებას უზრუნველყოფს.

„ეს ნებისმიერი სახის მშენებლობას ეხება. ინიციატივა იდეალურია იქედან გამომდინარე, რომ ნებისმიერი ადამიანი სამშენებლო წესების არსებითი დარღვევისთვის მკაცრად და სისხლის სამართლის წესით უნდა დაისაჯოს, რადგან ქალაქში ქაოტური განაშენიანება ერთხელ და სამუდამოდ უნდა მორჩეს. წარსულში აშენებულს, რასაც ვერ ვუშველით და უსაფრთხოების პრობლემებიც არ იქნება, მოქალაქეებს საშუალება უნდა მივცეთ, ექსპლუატაციაში მიღებულ ბინებში იცხოვრონ“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, თუ კონკრეტული შენობა უსაფრთხოების ნორმებს ვერ აკმაყოფილებს, ვადა უნდა მიეცეთ სამშენებლო ნებართვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ხარვეზების გამოსასწორებლად.

„ერთი მხრივ, ექსპლუატაციაში შესვლის გამარტივება და მეორე მხრივ ის, რომ ქაოტურ განაშენიანებასადა სამშენებლო ნებართვის არსებით დარღვევას ვერავინ შეძლებს, წინ გადადგმული უდიდესი ნაბიჯია”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სამშენებლო ნორმებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი თბილისის მერიამ მოამზადა, რომლის თანახმად, ზოგიერთი სამშენებლო დარღვევა სისხლის სამართლებრივად დასჯადი გახდება, დასრულებულ მშენებლობებში მოქალაქეთა შესახლება საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების გარეშე დაშვებული არ იქნება, ასევე, თბილისში 600-ზე მეტ ობიექტს, რომელიც დასრულებულია, თუმცა ექსპლუატაციაში შესული არ არის, ამნისტია შეეხება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა